William Hill შესაძლოა PokerStars-თან გაერთიანდეს
როგორც "როიტერსი" იტყობინება, Amaya Inc-ის ხელმძღვანელობა, William Hill-ის აქციონერებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ონლაინ კაზინოების ერთ-ერთმა უდიდესმა წარმომადგენელმა და PokerStars-ის მფლობელმა კომპანიამ, მომხმარებელს, ბეთინგის გაცილებით ფართო სპექტრი შესთავაზონ.
William Hill-მა უკვე მრავალი შეთავაზება მიიღო ისეთი კომპანიებისგან, როგორებიც 888 Holdings და Rank Group არიან, მაგრამ ორივე შემთხვევაში მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. როგორც თავად William Hill-ის წარმომადგენლები აცხადებენ, კომპანია უკვე დიდი ხანია ეძებს საბუკმეკერო საქმიანობის ჩრდილიდან გამოსასვლელ, ბიზნესის გაფართოებისა და თამაშების ფართო ვარიანტების შეთავაზების საშუალებებს. როგორც პარასკევს გაკეთებული განცხადების მიხედვით ხდება ცნობილი, PokerStars-ის მფლობელ კომპანიასა და ბრიტანულ გრანდს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, შესაძლოა, წინა შემთხვევების მსგავსად, წარუმატებლად დასრულდეს, რადგან კომპანიას უამრავი საინტერესო შეთავაზება აქვს, როგორც მნიშვნელოვანი ინტერნაციონალური სათამაშო სექტორის გიგანტებისგან, ასევე კერძო ინვესტორებისგან. ასევე ვრცელდება ხმები, რომ დევიდ ბააზოვი - Amaya Inc-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, რომლის საქმესაც ამჟამად კვებეკის პროკურატურა იძიებს, მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ ხელისშემშლელ ფიგურას წარმოადგენს.
William Hill 1934 წელს დაარსდა, მაშინ როდესაც ბრიტანეთში აზარტული თამაშები აკრძალული იყო. კომპანიამ მრავალჯერ გამოიცვალა მფლობელი: 1971 წელს, ის, Sears Holdings-ს, ხოლო 1988 წელს Grand Metropolitan-ს ეკუთვნოდა. William Hill მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ფუნქციონირებს და მისი თანამშრომლების რიცხვი 16.601 ადამიანს შეადგენს. მათი უმეტესობა ინგლისში, ირლანდიასა და გიბრალტარშია დასაქმებული.