შონ დიბი, დევიდ Viffer პიტისგან, ვალის დაბრუნებას ითხოვს

ლეგენდარულ ჰაი სტეიკს გემბლერის, დევიდ Viffer პიტისა და COOP-ის ჩემპიონის 9 ტიტულის მფლობელ შონ დიბის დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადადის და 'ტვიტერის' ომის სახეს იღებს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დენიელ ნეგრანუმ Poker Hall Of Fame-ის ნომინანტად მაიკ მატუსოუ დაიწუნა, იმ მიზეზით, რომ მას უამრავი მოთამაშის ვალი მართებს, მათ შორის კანადელი მოთამაშისაც. დევიდ პიტმა კი, ნეგრანუს, ასეთი ლოგიკა დაუწუნა. "თუ ვალების გაუსტუმრებლობა პოკერის დიდების დარბაზში არჩევის ანტიკრიტერიუმი გახდება, მაშინ დარბაზი უნდა დაცარიელდეს" - გამოაქვეყნა პიტმა საკუთარი 'ტვიტერის' გვერდზე, რასაც შონ დიბის პასუხი მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პიტს მისი ვალი ჯერ კიდევაც გადაუხდელი აქვს. 

პასუხად, პიტმა, შონ დიბსა და მას შორის არსებული დავის მსაჯად ბრაიან რასტის კანდიდატურა წარმოადგინა: თუ რასტი იტყოდა, რომ დევიდ პიტს შონ დიბის ვალი მართლაც მართებდა, მაშინ ის მზად იყო $20.000 დოლარი დაუყოვნებლივ გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავად ითხოვდა დიბისგან $20.000 დოლარის სანაძლეოში წაგებული თანხის სახით გადახდას. როგორც მოგვიანებით '2+2 Forum'-ზე პიტის მიერ გაკეთებული პოსტით გახდა ცნობილი, ის შონ დიბს სანაძლეო პირობების მიღებას, ან ვალის საკითხთან დაკავშირებით ახალი კონფლიქტების წამოჭრისგან თავის შეკავებას მოითხოვს. 

რუმები

ქართული უცხოური