ფილ აივის დამნაშავედ ცნეს
გახმაურებულ საქმეზე, რომელიც ლეგენდარულ მოთამაშეს - ფილ აივისა და კაზინო 'ბორგატას' ეხებათ, ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, რომლის მიხედვითაც აივისა და მის პარტნიორს, ჩენგ ინ სუნს, თაღლითობის ბრალდება მოეხსნათ. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არაა.
Borgata Hotel&Casino-ს მიერ შეტანილი სარჩელის მიხედვით, ფილ აივისა და მის პარტნიორს, ჩენგ ინ სუნს, 2012 წელს კაზინოში თაღლითური სქემის მიხედვით $9.6 მილიონი დოლარის მოგება ბრალდებათ. 'ბორგატას' ადმინისტრაციის მტკიცებით, აივი ე.წ. edge sorting-ს მიმართავდა. კაზინოში, მან, მის მიერ არჩეული კარტით თამაში და სპეციალურად ცალკე გამოყოფილი ოთახი მოითხოვა. $1 მილიონიანი დეპოზიტის შემდეგ კი, კაზინომ, აივის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. edge sorting-ის გამოყენებას თავად აივიც არ უარყოფს: ის კარტის ზურგზე დატანებული დეფექტების ამოცნობით მისთვის სასურველ და მომგებიან გადაწყვეტილებას ღებულობდა, რამაც რამდენიმე საათიანი შრომა $10 მილიონ დოლარამდე აუნაზღაურა.
შეერთებული შტატების ფედერალური სასამართლოს მოსამართლის, ნოელ ჰილმანის დასკვნაში აღნიშნულია, რომ აივისა და მის პარტნიორს ბაკარას წესები არ დაურღვევიათ, არც თაღლითური სქემა არ გამოუყენებიათ. სამაგიეროდ, რაც მათ პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, ისაა, რომ აივისა და მისი პარტნიორის ქმედება შტატის მიერ გემბლინგის განსაზღვრებასა და კანონს მკვეთრად არღვევს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ აივის საქმე კვლავაც სასამართლოში რჩება. მას 20 დღე აქვს, რათა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს.