ილარი Ziigmund საჰამისის PLO აპსვინგი

მიმდინარე წელი, ონლაინ პოკერის ლეგენდისთვის, ილარი Ilari FIN საჰამისისთვის, არც ისე ხმაურიანად მიმდინარეობს. მაგრამ 2015 წლის წარმოუდგენელ სვინგებთან შედარებით, რასაც ფინელი მოთამაშე განიცდიდა, 2016 ბევრად მშვიდი და სტაბილური აღმოჩნდა. გუშინწინ, საჰამისმა, მხოლოდ ერთი სესიის განმავლობაში, $148.000 დოლარის მოგება შეძლო.

ილარი საჰამისს მისი უკვდავი მეტსახელით, Ziigmund-ით იცნობენ, რომელიც FullTiltPoker-ზე უდიდესი თამაშების ეპოქაში ჩამოყალიბდა. გუშინწინდელი სესია კი PokerStars-ზე მიმდინარეობდა, სადაც ფინელი მოთამაშე Ilari FIN-ით არის ცნობილი. პოტ-ლიმიტ ომაჰას $100/$200 მაგიდაზე 'ზიგმუნდი' დენი შტერნს დაუპირისპირდა. ორსაათიანი ჰედს-აპ სესიის მანძილზე არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ მაგიდაზე ტიმოფეი Trueteller კუზნეცოვის გამოჩენის შემდეგ, ფინელის საქმე წინ წავიდა. $190.000 დოლარის მოგების შემდეგ, სესიის უკანასკნელი საათის განმავლობაში, საჰამისმა $40.000-ის უკან დაბრუნება 'მოახერხა', მაგრამ სესია მაინც დიდი პლუსით დასრულდა. 

ფინელი მოთამაშე დღის ყველაზე მასიური დარიგების გამარჯვებულიც გახდა: ფლოპზე დადეფულ ფლეშ დროს, თერნზე მიღებული ორმხრივი სთრეით დრო დაემატა, ხოლო რივერზე საჰამისის სთრეითი დასრულდა, რამაც, მას, დენი supernova9 შტერნის რეიზზე ოლ-ინით პასუხის საშუალება მისცა. საბოლოოდ, $89.900 დოლარიანი პოტი ილარი საჰამისს ერგო. 

დღის რიგით მეორე წარმატებული მოთამაშე სწორედ ტიმოფეი Trueteller კუზნეცოვი აღმოჩნდა, ისევ $100/$200 PLO მაგიდებზე. ამჯერად, მისი მეტოქე კვლავ ფინელი მოთამაშე, სამი კელოპურო იყო. მესამე მომგებიანი მოთამაშე კი დენიელ ქეითსი გახდა, რომელმაც PLO ჰედს-აპ 'ზუმზე' $60.000 დოლარის მოგება მოახერხა. 

რუმები

ქართული უცხოური