ლონდონის ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი პოკერის რეგულარული მოთამაშე იყო

გასულ კვირას ლონდონის პოლიციამ 19 წლის თინეიჯერი, დეიმონ სმიტი დააკავა, რომელსაც ბრალად ტერორისტული აქტის დაგეგმვა და ფეთქებადი ნივთიერებების არალეგალურად შეძენა-შენახვა ბრალდება. 

20 ოქტომბერს, ლონდონის მეტროს ორმა მგზავრმა, მემანქანეს, მატარებელში დატოვებული რუგზაკის შესახებ შეატყობინა. მატარებლის მემანქანემ ივარაუდა, რომ ზურგჩანთა რომელიმე მგზავრს დარჩა, რაც ლონდონის მეტროპოლიტენის მგზავრთა რაოდენობის გათვალისწინებით არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა. მემანქანემ ჩანთა მხოლოდ 4 გაჩერების შემდეგ გახსნა და აღმოაჩინა, რომ მასში რთული გაყვანილობითა და საათით აღჭურვილი საეჭვო მექანიზმი იყო მოთავსებული. 

მეტროს ადმინისტრაციის მიერ მიწისქვეშა გვირაბიდან მგზავრთა მომენტალური ევაკუაციის შემდეგ, სავარაუდო ნაღმის სპეციალურ კონტეინერში გაუვნებელყოფა ბრიტანეთის კონტრ-ტერორისტულმა ქვედანაყოფმა მოახდინა. ხოლო შემთხვევიდან მეორე დღეს, ვიდეო-კამერებით დაფიქსირებული თინეიჯერი, დეივონ სმიტი, ლონდონის პოლიციამ, ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით დააკავა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, სმიტს ე.წ. ასპერგერის სინდრომი აწუხებს, რაც, ხშირად, გარესამყაროსთან კონტაქტის ნაკლებობასა და მოქმედებების გაუაზრებლად გამეორებაში გამოიხატება. ასევე, ადვოკატის განმარტებით, სმიტს მხოლოდ ბოროტი ხუმრობა ჰქონდა განზრახული და მას არც ფეთქებად ნივთიერებებზე მიუწვდებოდა ხელი და არც ადამიანების დახოცვას აპირებდა. 

როგორც დეივონ სმიტის მეგობრები ამბობენ, ის პოკერის რეგულარული მოთამაშე იყო. The Telegraph-თან სმიტის მეზობლის მონაყოლით ირკვევა, რომ ტერორიზმში ბრალდებული ხშირად ათენებდა ღამეებს კომპიუტერთან, ონლაინ ტურნირების თამაშში და ამით კარგ ფულსაც შოულობდა. მისი თქმით, სმიტი საკმაოდ ჭკვიანი და თავაზიანი ახალგაზრდა იყო, თუმცა ბევრს არასდროს ლაპარაკობდა. დეივონ სმიტის 'ინსტაგრამზე' მოიპოვება რამდენიმე ფოტო, რომელიც პოკერში მის წარმატებას ასახავს. ზოგიერთ მათგანზე, 19 წლის სმიტი, კაზინოში, პოკერის მაგიდასთან პოზირებს. მისი მეგობრები ამბობენ, რომ პოკერის გარდა, ის, ისლამური ფუნდამენტალიზმით იყო გატაცებული და სოციალური ქსელების საშუალებით ხშირად აზიარებდა ტერორისტული ორგანიზაციის, ISIS-ის ვიდეოებს. 

დენიელ სმიტის საქმის განხილვა 17 ნოემბერს განახლდება. მანამდე კი, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

რუმები

ქართული უცხოური