30 ოქტომბრიდან CBS-ზე პოკერის ახალი შოუ გავა

30 ოქტომბრიდან, CBS-ის სპორტულ არხზე პოკერის შესახებ ახალი, ყოველკვირეული გადაცემა The Final Table გავა, რომლის წამყვანები ფილ ჰელმუტი და ანტონიო ესფანდიარი იქნებიან. გადაცემის პრემიერა ხვალ იგეგმება და მისი ნახვის საშუალება ყოველ კვირა დღეს იქნება შესაძლებელი. ახალ შოუში, ჰელმუტთან და ესფანდიარისთან ერთად, მარია ჰოს, დევიდ ტაჩმენისა და კომედიანტი ჯო სტეპლტონის ნახვა იქნება შესაძლებელი. ახალი შოუს ძირითადი დრო პოკერის მნიშვნელოვანი ტურნირების ტრანსლირებას, გადაცემის წამყვანებისგან მიმდინარე მოვლენების ანალიზსა და საფუძვლიანი განხილვას დაეთმობა. 

"The Final Table, ჩემს კარიერაში, ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და საინტერესო პროექტია, - ამბობს ფილ ჰელმუტი, - მაყურებელი აუცილებლად ისიამოვნებს იმ მასალით, რასაც ჩვენ შევთავაზებთ, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო თავად წამყვანების ინტერაქცია იქნება." სატელევიზიო შოუ ცნობილი Rush Street Production-ის პროექტია, რომელსაც ასევე Poker Night in America ეკუთვნის. 

რუმები

ქართული უცხოური