2016 წლის WSOP-ის "ნოემბრის ცხრიანიდან" 5 მოთამაშეა დარჩენილი - ქუ უინი ჩიპლიდერია

ადგილობრივი დროით საღამოს 5 საათზე, 103 დღიანი შესვენების შემდეგ, World Series Of Poker Main Event ლას ვეგასს დაუბრუნდა. ფინალურ მაგიდის გახსნის პატივი Poker Hall Of Fame-ის ახალ წევრებსა და ლეგენდარულ მოთამაშეებს, ტოდ ბრანსონსა და კარლოს მორტენსენს ხვდათ წილად. 

"ნოემბრის ცხრიანის" მიერ ნათამაშები 97 დარიგების შემდეგ, ფინალური მაგიდის ჩიპლიდერი ვიეტნამური წარმოშობის ქუ უინია, რომლის სტეკიც, 128 მილიონი ჩიპით, ორჯერ აღემატება მეორე პოზიციაზე გამაგრებულ კლიფ ჯოზეფის სტეკს. თამაშიდან გავარდნა ფერნანდო პონსმა, ჯერი ვონგმა, გრიფინ ბენგერმა და კენი ჰალერტმა მოასწრეს. 

ფინალური მაგიდის მონაწილეთა მინიმალური ანაზღაურება $1.000.000 დოლარს შეადგენდა. მომავალმა ჩიპლიდერმა დროის დაკარგვა არ ისურვა და კლიფ ჯოზეფისთან რამდენიმე მასიური დარიგების პრეფლოპ აგრესიული თამაშით მოგების შემდეგ, მაგიდის სხვა სტეკებს შორის, უპირატესობა მოიპოვა. მიმდინარე წლის WSOP მეინ ივენთის ჩემპიონი $8.000.000 დოლარს მიიღებს. ფინალური მაგიდის სიტუაცია, ამ მომენტისთვის, შემდეგნაირად გამოიყურება:

მოთამაშექვეყანაჩიპების რაოდენობაბიგ ბლაინდი
ქუ უინიაშშ (ტაილანდი)128.625.000129
კლიფ ჯოზეფიაშშ63.850.00064
ვოიტეკ რუზიკაჩეხეთის რესპუბლიკა62.250.00062
გორდონ ვაიოაშშ58.200.00058
მაიკლ რუენიაშშ23.700.00024

 

რუმები

ქართული უცხოური