სემ სოვერილი $100.000 Aria Super High Roller-ს იგებს
როგორც ჩანს, მიმდინარე წლის WSOP-ის მეინ ივენთმა უამრავი პროფესიონალი გულშემატკივარი უკან, ლას ვეგასში დააბრუნა. მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, ვეგასში პროფესიონალთა მოზღვავების მიზეზი არამხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით ეტაპისთვის თვალყურის მიდევნება ყოფილა - აზარტული თამაშების დედაქალაქში დიდი ტურნირი, $100.000 დოლარიანი Aria Super High Roller გაიმართა, რომელშიც 34 მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა.
სამდღიანი ძვირადღირებული ტურნირი, წინა შემთხვევების მსგავსად, საპრიზო თანხის გაყოფით დასრულდა: ბრაიან რასტმა, სემ სოვერილმა და ჯეიკ შინდლერმა პირველი სამი ადგილისთვის დაწესებული თანხა გაინაწილეს და სათამაშოდ ტურნირის გამარჯვებულის ტიტული და მცირეოდენი ფულადი ჯილდო დატოვეს. ბრაიან რასტის წინააღმდეგ თამაში, მართლაც, გარკვეულ რისკს შეიცავს - მას რამდენიმე ჰაი როლერ ტურნირი და Poker Players' Championship აქვს მოგებული, რაც ტურნირების ერთ-ერთ სახიფათო მოთამაშედ აქცევს.
ისიც უნდა ითქვას, რომ სასურველ მეტოქედ ვერც სემ სოვერილი ჩაითვლება, რომელმაც მიმდინარე წლის ზაფხულში WSOP-ის მე-19 ივენთი, $1000 დოლარიანი პოტ-ლიმიტ ომაჰა მოიგო, $185.317 დოლარით პირველი ადგილისთვის. წარსულში მას ასევე მოგებული აქვს $25.000 და $50.000 დოლარიანი სუპერ ჰაი როლერ ტურნირები. მისი სატურნირო კარიერის შემოსავალი $3.6 მილიონ დოლარს აჭარბებს.
ადგილი | მოთამაშე | ანაზღაურება |
1 | სემ სოვერილი | $1.024.364 |
2 | ბრაიან რასტი | $971.880 |
3 | ჯეიკ შინდლერი | $835.956 |
4 | ფედორ ჰოლცი | $299.880 |
5 | ტომ მარჩესი | $199.920 |