ბრიტანელმა ბისნესმენმა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაკეთებული ფსონით, $1.000.000 მოიგო

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგმა უამრავი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. დონალდ ტრამპის მიმართ უამრავი პრეტენზია გამოითქვა, შეერთებული შტატების მოქალაქეებმა, ქვეყნის მნიშვნელოვან ლოკაციებზე, მრავალათასიანი საპროტესტო აქციებიც მოაწყვეს. ბევრი პოლიტიკური ექსპერტი არ მალავს საკუთარ მკაცრ და კრიტიკულ მოსაზრებას ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის მიმართ. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც დამდგარი შედეგით ნამდვილად კმაყოფილები დარჩნენ. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან ერთად, ვინც ტრამპის გაპრეზიდენტებამ უდაოდ კმაყოფილი დატოვა, ბრიტანელი უძრავი ქონების მაგნატი, ვინსენტ ჩინგიზია. 

ვინსენტ ჩინგიზი ერაყულ-ებრაული წარმოშობის ბიზნესმენია, რომელიც ამჟამად ინგლისში მოღვაწეობს. 1973 წელს, თეირანში საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა ბოსტონის უნივერსიტეტში განაგრძო. 1978 წელს, მონრეალის უნივერსიტეტში, ეკონომიკის განხრით - ბაკალავრის ხარისხი, ხოლო ორი წლის შემდეგ, ნიუ იორკის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების განხრით - მაგისტრის ხარისხი მიიღო. ინგლისის ტერიტორიაზე, ბინათმშენებლობის თვალსაზრისით, ვინსენტ ჩინგიზი ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის მფლობელია, თუმცა მისი უკანასკნელი გამარჯვება ბიზნესს არ უკავშირდება. 

მან, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების გადამწყვეტ დღეს, დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე, £350.000 ფუნტ სტერლინგიანი ფსონი გააკეთა, რამაც £1.200.000-ის მოგების საშუალება მისცა. შეერთებულ შტატებში, არჩევნების შედეგზე ფსონის გაკეთება არალეგალურია, მაგრამ ეს კანონი ბრიტანეთს არ ეხება. "გაოცებული ვარ იმ რეაქციებით, რაც ტრამპის პრეზიდენტად არჩევამ გამოიწვია, - ამბობს ვინსენტ ჩინგიზი, - მე ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ ამერიკის მოსახლეობა ასეთი რადიკალური არჩევნის წინაშე იდგა, რომ ორი კანდიდატი ასე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ ხალხს სულ სხვა მოსაზრება აღმოაჩნდა. ვფიქრობ, ასეთი დაძაბულობის პირობებში, გაცილებით უკეთესი ანაზღაურება უნდა მიმეღო."

ასეთი თანხის მოგების მიუხედავად, ნაკლებადსავარაუდოა, რომ მულტიმილიარდერი ბიზნესმენის საფულეში £1.200.000 ფუნტ სტერლინგმა რაიმე მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინოს. 

რუმები

ქართული უცხოური