5 პოლიტიკოსი, რომელიც პოკერში დიდ წარმატებას მიაღწევდა

პოლიტიკურად დაძაბულმა კვირამ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებით იყო გამოწვეული, ყველა სფეროზე იქონია გარკვეული გავლენა. წინასაარჩევნო პერიოდში, თავად პოკერის მოთამაშეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ დისკუსიებში. ბრაიან ჰასტინგსი, დენიელ ნეგრანუ, ფილ ჰელმუტი, დოილ ბრანსონი, მაიკ მატუსოუ - ეს იმ მოთამაშეთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც, თავიანთი დაძაბული და ამაღელვებელი სტატიებისა თუ რეპლიკების გათვალისწინებით, აქტიურ ამომრჩევლებად შეგვიძლია განვიხილოთ. ონლაინ გამოცემა PokerStrategy.com-მა თავისებური ხედვა შემოგვთავაზა იმ პოლიტიკოსების შესახებ, რომლებსაც წარმატებული მოთამაშის კარიერის შექმნა შეეძლოთ. 

5. ჯონ მაკკეინი - მას ერთხელ უკვე ჰქონდა თეთრ სახლში ცხოვრების დიდი შანსი, თუმცა მაშინდელ არჩევნებზე მაკკეინი ბარაკ ობამას წინააღმდეგ დამარცხდა. ყველაფრის მიუხედავად, ვიეტნამის ომის მონაწილე ვეტერანი, ამერიკელებისთვის თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ავტორიტეტს წარმოადგენს. მაგრამ რაც მას პოკერის მოთამაშის კარიერასთან აკავშირებს, 2013 წელს მომხდარი სკანდალია, რომლის მიხედვითაც სენატის სხდომის მსვლელობისას, მაკკეინი საკუთარი ტელეფონით 'ფლეიმანის' მაგიდებზე ერთობოდა. რა თქმა უნდა, მას რეალურ ფულზე არ უთამაშია, რადგან ამ პერიოდისთვის ამერიკაში რეალურ ფულზე თამაში კარგა ხნის აკრძალული იყო. აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიის კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე მსჯელობდნენ. 

4. დონალდ ტრამპი - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა დამოკიდებულება გაქვთ ტრამპის მიმართ - მოგწონთ ის, თუ არა, ფაქტი ფაქტად რჩება: რამდენიმე მილიარდდოლარიანი ბიზნესის კეთებისა და საპრეზიდენტო მარათონის მოგების დროს, მას უამრავი მანიპულაცია, საუკეთესო პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების მოტყუება ან საჭირო ილუზიის შექმნა, ბევრი მიმართულებით მოქმედი სტრატეგიის შემუშავება და წარმოუდგენლად დიდი გამბედაობა დასჭირდა. გარდა ამისა, მისი უცნაური და სკანდალური განცხადებების გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბლეფი ტრამპის კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. 

3. ბარაკ ობამა - როცა შეერთებული შტატების მოსახლეობის უმეტესობამ საპრეზიდენტო არჩევნებში ობამას დაუჭირა მხარი, პოკერის მოყვარულებსა და გულშემატკივრებს ახალი იმედი გაუჩნდათ. ბარაკ ობამა პოკერის გულმხურვალე მხარდამჭერი იყო. მიუხედავად ამისა, მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ამერიკული პოკერისთვის არაფერი სასიკეთო არ მომხდარა. ობამას ძლიერ მხარედ მისი მოლაპარაკების უნარი შეიძლება ჩაითვალოს, რასაც პოკერში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ისე როგორც სხვა პრეზიდენტებსა თუ პოლიტიკური ელიტის მაღალი საფეხურების წარმომადგენლებს, ბარაკ ობამას და მის პოლიტიკასაც უამრავი ადამიანი აკრიტიკებს. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ მისი თეთრი სახლიდან წასვლა იმაზე მეტ გულისწყვეტას იწვევს, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით. 

2. რიჩარდ ნიქსონი - ე.წ. 'ვოთერგეითის' სკანდალის მიუხედავად, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ რიჩარდ ნიქსონი ამერიკული პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი გემბლერი გმირი იყო. რთულია ზუსტი ციფრების განსაზღვრა, მაგრამ ცნობილია, რომ ნიქსონის წინასაარჩევნო კამპანიის ბიუჯეტის დიდ ნაწილს მის მიერ პოკერის თამაშის დროს დაგროვებული ფული შეადგენდა. ნიქსონი, ჯარში სამსახურის დროს, აქტიურ გემბლერად ითვლებოდა, რამაც აშკარად განსაზღვრა მისი პოლიტიკური და დიპლომატიური უნარების განვითარება. ჭორებს თუ დავუჯერებთ, რიჩარდ ნიქსონს ლეგენდარული ამარილო სლიმის წინააღმდეგ ხშირად უთამაშია. 

1. ანტანას გუოგა - პოკერის სამყაროში ის ტონი ჯის სახელითაა ცნობილი. რა თქმა უნდა, ამ სიის ტონი ჯის გარეშე წარმოდგენა შეუძლებელი იქნებოდა. ადამიანი, რომელმაც კაზინოს მაგიდებიდან, პირდაპირ ევროპარლამენტის ტრიბუნაზე გადაინაცვლა. პოკერის სამყაროში მისი ყველას ეშინოდა - ტონი ჯი მანიპულაციებისა და ვერბალური კომუნიკაციის ღმერთი იყო. ის ხან ზედმეტად საშიში, ხან კი ზედმეტად არასერიოზული ხდებოდა და სწორედ ასეთი მეთოდებით ახერხებდა წარმატების მიღწევას. მისი კარიერული მოგება, რომლებიც ტურნირების მიხედვით ითვლება, $5 მილიონ დოლარს შეადგენს, მაგრამ ტონი ჯი ქეშ-გეიმების სპეციალისტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სიიდან ყველაზე აგრესიულ მოთამაშედ დონალდ ტრამპი ითვლება, ტონი ჯის წინააღმდეგ მისი შანსები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.

რუმები

ქართული უცხოური