მაიკ სექსტონის პირველი WPT-ის ტიტული

უკვე 15 წელია, რაც მაიკ სექსტონი, WPT-ის სერიების უცვლელი კომენტატორის ამპლუაში გვევლინება. მან, პირდაპირ ეთერში, ასიათასობით ურთულესი დარიგება გააანალიზა, მის თვალწინ დაიბადნენ და განვითარდნენ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები და თანამედროვე პოკერის სუპერვარსკვლავები, მასთან ინტერვიუს ჩაწერა პრესტიჟული იყო, როგორც მოთამაშისთვის - ისე რეპორტიორისთვის. მაგრამ გუშინ 69 წლის მოთამაშე პირველად ეზიარა იმ სიხარულს, რომელიც თავად მას მრავალჯერ მიულოცავს მსოფლიო პოკერის უდიდესი სახელებისთვის - მაიკ სექსტონი 2016 წლის WPT Montreal-ის $3.850 დოლარიანი მეინ ივენთის გამარჯვებული გახდა. 

უნდა აღინიშნოს, რომ სექსტონმა უკვე მესამედ ითამაშა WPT-ის ფინალურ მაგიდაზე და სწორედ მესამე მცდელობა გახდა მისთვის წარმატების მომტანი. Poker Hall Of Fame-ის წევრი, ტურნირის ფინალურ სტადიაზე, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით ფლობდა ჩიპლიდერის სტატუსს, მაგრამ გადამწყვეტი ჰედს-აპი, რომელიც მან ბენი ჩენის წინააღმდეგ ითამაშა, ანდერდოგის პოზიციიდან დაიწყო. ჩენი საკმაოდ დიდხანს აკონტროლებდა სიტუაციას, მაგრამ საბოლოოდ KJ-ით, სექსტონის QQ-ის წინააღმდეგ აღმოჩნდა, რამაც ტურნირის ბედი გადაწყვიტა. მაიკ სექსტონმა ტოპ სეტი მიიღო, ხოლო ჩენმა გაუმჯობესება ვერ მოახერხა და მეორე ადგილს დასჯერდა, $213.500 დოლარით. 

WPT-ის პირველ ტიტულთან ერთად, მაიკ სექსტონმა $317.896 დოლარი მოიგო, რამაც მისი სატურნირო კარიერის მოგება $6 მილიონ დოლარამდე გაზარდა. სექსტონს წარსულში მოგებული აქვს WSOP-ის ოქროს სამაჯური, $1.500 დოლარიანი სევენ ქარდ სტადის ივენთის პირველი ადგილისთვის. WSOP-ზე ფულში შესვლა მან 46-ჯერ მოახერხა, რაც საერთო ჯამში $910.792 დოლარიან პლუსში აისახა. 

 

რუმები

ქართული უცხოური