დენ სმიტი ქველმოქმედებაში ერთვება; დევიდ პიტერსმა Aria-ში $680.000 მოიგო

სულ ცოტა ხნის წინ, ჰაი სტეიკს პროფესიონალმა დენ სმიტმა, რომლის კარიერული მოგება $15 მილიონ დოლარს აღემატება, მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომელთა შორისაც მისი საქველმოქმედო საქმიანობა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. როგორც სმიტი ამბობს, წლის ბოლომდე მისი გეგმა საქველმოქმედო ფონდებისთვის $350.000 დოლარის შეგროვებაზე იქნება ორიენტირებული. გასულ წელს, დენ სმიტმა, კიდევ ერთ პროფესიონალ მოთამაშესთან - დენიელ კოლმანთან ერთად, $70.000 დოლარის საქველმოქმედო ფონდებისთვის დონაცია მოახერხა. მიმდინარე წლისთვის კი სმიტმა ფსონები $175.000 დოლარამდე გაზარდა, რაც კოლმანისთვის ერთგვარი გამოწვევა უნდა იყოს. შეგროვებული თანხის გადანაწილება შემდეგ საქველმოქმედო ფონდებზე იგეგმება: მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი, Give Directly, მასაჩუსეტის საქველმოქმედო ფონდი, Just City, Zendo Project, მულტიდისციპლინური ფსიქოლოგიური პრობლემების კვლევის ცენტრი, Open Filanthropy და 350.org. მიმდინარე წელს დენ სმიტის სატურნირო მოგებებმა $5 მილიონი დოლარი შეადგინეს. 

დევიდ პიტერსისთვის 2016 წელი წარმატებულად სრულდება: 3 დღის წინ, მან, Aria-ში გამართული $50.000 დოლარიანი სუპერ ჰაიროლერ ტურნირი მოიგო. ერთი დღით ადრე კი, პიტერსის სახელის ამოკითხვა $25.000 დოლარიანი ჰაიროლერ ტურნირის პრიზიორებს შორის იყო შესაძლებელი, რომელზეც მან მე-2 ადგილი აიღო. უკანასკნელ ტურნირზე, რომლისთვისაც ფსონები გაორმაგდა, 30 მოთამაშე დარეგისტრირდა. საპრიზო ფულში 5 მოთამაშე შევიდა, მათ შორის პიტერსმა პირველი ადგილისთვის $511.970 დოლარი მიიღო. ამას თუ წინა ტურნირის მეორე ადგილისთვის გადახდილ თანხას დავუმატებთ, მისმა უკანასკნელი დღეების მოგებამ $680.000 დოლარი შეადგინა. დევიდ პიტერსმა მიმდინარე წლის განმავლობაში $6.7 მილიონი დოლარის დაგროვება და კარიერაში პირველი WSOP-ის ოქროს სამაჯურის მოგება შეძლო. 

რუმები

ქართული უცხოური