ჰაკიმ ზუფრი ამსტერდამის Master Classics of Poker-ის გამარჯვებულია

ჰოლანდიელმა მოთამაშემ, ჰაკიმ ზუფრიმ, კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი Master Classics of Poker მოიგო. ამსტერდამში ჩატარებულ ტურნირზე 356 მოთამაშე დარეგისტრირდა. ჰოლანდიელ მოთამაშეს სულ რაღაც ნახევარი საათი დასჭირდა გერმანელი ფაბიო სპერლინგის დასამარცხებლად და €275.608 ევროს მოსაგებად.

ხანგრძლივი ფინალური მაგიდის შემდეგ, როცა ტურნირზე მხოლოდ ორი მოთამაშე დარჩა, კაზინო იძულებული გახადა, შიდა განაწესის თანახმად, დილის 3 საათზე დაკეტილიყო და ტურნირის ფინალური სტადიისთვის კიდევ ერთი დღე გამოეყო. ფინალური მაგიდა ფაბიო სპერლინგმა არნახული აგრესიით წარმართა. მაგიდის ყველაზე საშიშ მოთამაშედ სწორედ ის ითვლებოდა და შესაბამისად, ჩიპლიდერიც თავად იყო. როგორც ჩანს, ჰედს-აპი გერმანელის თამაში არ აღმოჩნდა - გადამწყვეტ ორთაბრძოლაში თამაშის სრული კონტროლი ჰაკიმ ზუფრის ხელში გადავიდა. ჰოლანდიელმა, აგრესიულ თამაშთან ერთად, სწორად შეარჩია დრო და კრიტიკული დარტყმები საჭირო მომენტებში განახორციელა. 

ფინალური ჰედს-აპის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ, გერმანელი მოთამაშე 30 ბიგ ბლაინდამდე იყო ჩამოსული, რაც ნამდვილად შეიძლება სათამაშო სტეკად ჩაითვალოს. მიუხედავად ამისა, სპერლინგმა AQ-ით ოლინი გააკეთა, რაზეც 77-ით შეიარაღებული ზუფრისგან ქოლი მიიღო. ფლოპზე სიტუაცია უცვლელი დარჩა - წინ კვლავ ჰოლანდიელი იყო, მაგრამ თერნზე დადებულმა "ყვავმა" გერმანელს ფლეშ დრო მისცა, რამაც გარკვეული დაძაბულობა შექმნა. მცირე იმედის მიუხედავად, რივერზე დადებული კარტი კვლავაც არაფრისმომცემი აღმოჩნდა და გამარჯვება ჰაკიმ ზუფრის დარჩა. 

 

რუმები

ქართული უცხოური