Global Poker League ჩინეთში შედის

12 დეკემბერს Global Poker League-მა, პოკერის საგაზაფხულო ფესტივალის შემდეგ, თამაშის ჩინური ვერსიის ამოქმედება დააანონსა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც GPL-ის პირველი სეზონი Montreal Nationals-ის გამარჯვებით დასრულდა. 

სპეციალურად ჩინეთისთვის შექმნილ GPL-ში 8 გუნდი იქნება, რომელთა დაფუძნება მხოლოდ ჩინეთის ქალაქებში იქნება შესაძლებელი. GPL-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრ დრეიფუსის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თამაშის ჩინური ვერსია GPL-ისგან დამოუკიდებლად იფუნქციონირებს. ასეთი ნაბიჯის მთავარი მიზანი კი, ქვეყნის მასშტაბით, პოკერის გონებრივი სპორტის სახეობებში შეყვანის მცდელობაა, რომელიც GPL-ის ფორმატიდან გამომდინარე გუნდურ პოკერზე იქნება დაფუძნებული. 

GPL-ის 8 გუნდის მენეჯერთა ვინაობა შემდეგი ორი თვის განმავლობაში გახდება ცნობილი. Global Poker Index-თან თანამშრომლობის საფუძველზე კი, გუნდის მენეჯერებს საშუალება ექნებათ საკუთარი გუნდის წევრები GPI-ის რეიტინგიდან ამოარჩიონ. გუნდების საბოლოო ჩამოყალიბებამდე, ჩინური GPL-ის 8 გუნდი და მათი წარმომავლობა უკვე ცნობილია. ისინი შემდეგი ქალაქებიდან იქნებიან წარმოდგენილნი: პეკინი, შანხაი, გუაგშოუ, შენჟენი, ჰანგშო, სიანი და ჩენგდუ. უკვე არსებული პოკერის ლიგის მსგავსად, ჩინური ლიგის თამაშები, ტელევიზიის, ინტერნეტისა და ონლაინ სტრიმერების დახმარებით, პირდაპირ ეთერში იქნება გაშუქებული. 

რუმები

ქართული უცხოური