აიზიკ ჰექსტონის პირველი High Roller ტიტული
აიზიკ ჰექსტონი თანამედროვე პოკერის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული სახეა. პოკერში მოგებული ფულის გარდა, ჰექსტონმა მოთამაშეების სიმპათიაც დაიმსახურა, როდესაც PokerStars-ის მიერ განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, კომპანიასთან დადებული ყველა კონტრაქტი გააუქმა. მსოფლიოს უდიდეს პოკერ-რუმთან თანამშრომლობა ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა - რეგულარული შემოსავალი, რუმის პრომო ტურნირებში უფასო მონაწილეობა, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, ძვირადღირებული ტურნირების ხარჯების სრული დაფარვა - ვინ იტყოდა ასეთ პრივილეგიებზე უარს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ პოკერ-რუმის მიერ განხორციელებული ცვლილებები რეგულარულ მოთამაშეების ინტერესების წინააღმდეგ ჩანდა მიმართული?
როგორც ჩანს, PokerStars-დან წამოსვლის შემდეგ, აიზიკ ჰექსტონის კარიერა კიდევ უფრო მაღლა მიიწევს. გუშინ, ჰექსტონმა კარიერაში პირველი ჰაი როლერ ტურნირი მოიგო. მოთამაშეები საკმაოდ რთული დილემის წინაშე აღმოჩდნენ, როდესაც ლას ვეგასში WPT Five Diamond-ის მეინ ივენთის, მის ჰაი როლერ ტურნირებსა და პრაღაში დაგეგმილი EPT-ის ჰაი როლერ ტურნირებს შორის არჩევანის გაკეთება მოუხდათ. აიზიკ ჰექსტონმა სწორედ ეს უკანასკნელი აირჩია და €25.000 ევროიანი ჰაი როლერზე დარეგისტრირდა, დანარჩენ 68 მოთამაშესთან ერთად.
69 ენტრანტი, ჰექსტონისნაირი მოთამაშისთვის, საკმაოდ ვიწრო ფილდად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ მოთამაშეების ხარისხიც გასათვალისწინებელი ფაქტორია. ტურნირის საპრიზო ფონდმა €2.000.000 ევრო შეადგინა. ფინალურ მაგიდაზე ისეთი მოთამაშეების არსებობის მიუხედავად, როგორებიც სტივ ო'დუაიერი და ადრიან მატეოსი არიან, ჰექსტონმა ფინალურ ჰედს-აპამდე მიაღწია და 88-ით ჯულიან სტუერის AJ დაამარცხა. ჰექსტონმა ნახევარ მილიონ ევროზე მეტი მოიგო. მისი სატურნირო კარიერა, ამ მომენტისთვის, $13.000.000 დოლარზე მეტს ითვლის.
EPT Prague-ის €25.000 ევროიანი ჰაი როლერის ფინალური მაგიდის შედეგები:
ადგილი | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
1 | აიზიკ ჰექსტონი | აშშ | €559.200 |
2 | ჯულიან სტუერი | გერმანია | €397.550 |
3 | ადრიან მატეოსი | ესპანეთი | €260.300 |
4 | რამინ ჰაჯიევი | აზერბაიჯანი | €200.300 |
5 | დევიდ იანი | ახალი ზელანდია | €158.610 |
6 | სტივ ო'დუაიერი | ირლანდია | €124.050 |