EPT Prague-ის მთავარი ღონისძიების გამარჯვებული ჯესპერ ვან პატენი გახდა

PokerStars-ის მიერ ორგანიზებული EPT Prague ნიდერლანდი ჯესპერ მაიერ ვან პატენის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის გადამწყვეტი დღე ექვსმა ფინალისტმა დაიწყო. პრაღის მეინ ივენთის ნებისმიერი შედეგი საკმაოდ მნიშვნელოვან ისტორიას ქმნიდა - ვარიანტები ასე გამოიყურებოდა: EPT-ის მე-4 ჩემპიონი ქალი ეყოლებოდა; ტურნირს ონლაინ სატელიტების გამარჯვებული მოიგებდა; შორტსტეკი მნიშვნელოვან და ურთულეს 'ქამბექს' მოახერხებდა; EPT-ის ჩემპიონობას პირველად იზეიმებდა უნგრელი მოთამაშე. საბოლოოდ კი, ივენთის გამარჯვებული ტურნირის აშკარა დომინანტი, ჯასპერ მაიერ ვან პატენი გახდა, რომელმაც ფინალურ ჰედს-აპში სწორედ უნგრელი მოთამაშე - მარტონ ზუზორი დაამარცხა. 

ვან პატენის გამარჯვების გარდა, EPT-ის ფინალური მაგიდა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მე-3 ადგილზე გასულმა დევიდ პიტერსმა Global Poker Index-ში ფედორ ჰოლცს გაუსწრო და რეიტინგების ლიდერი მეორე პოზიციამდე ჩამოაქვეითა. 

ვიკი კორენის, სანდრა ნაჟოკისა და ლივ ბურეს შემდეგ, სამწუხაროდ, სემ კოენმა EPT-ის მე-4 ქალი ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო. ის დევიდ პიტერსის სეტთან ორი წყვილით დამარცხდა. რაც შეეხება დევიდ პიტერსს: მესამე ადგილისა და GPI-ის რეიტინგში პირველი პოზიციის განაღდების შემდეგ, პიტერსმა დარჩენილ ორ მოწინააღმდეგესთან მოლაპარაკებები გამართა, თუმცა, შედეგს ვერ მიაღწია. დარჩენილ სამ მოთამაშეს შორის დევიდ პიტერსი ყველაზე გამოცდილი და თავდაჯერებული ჩანდა, მაგრამ მას ბედმა არ გაუღიმა. ამასთან ერთად, მომავალმა ჩემპიონმა ჩიპლიდის გამოყენება და წარმოუდგენლად აგრესიული თამაში სცადა, რამაც გაამართლა კიდეც და პიტერსი მაგიდის მიღმა დარჩა. 

ფინალურ ჰედს-აპზე მოლაპარაკებები კვლავ აღდგა, მაგრამ მოთამაშეებმა შეთანხმებას ვერც ამჯერად მიაღწიეს. ვან პატენი კვლავ აგრესიულ თამაშს აგრძელებდა, რამაც უნგრელი მოთამაშის სტეკი 20 ბიგ ბლაინდამდე შეამცირა. ზუზორი იძულებული გახდა თამაში აეჩქარებინა და სტეკის გადარჩენისთვის ეზრუნა. მის ჯიბის 22-ს ვან პატენის KJ დაუპირისპირდა, ხოლო თერნზე დადებული J-ით ტურნირის ბედი საბოლოოდ გადაწყდა. ჯესპერ მაიერ ვან პატენს EPT-ის პირველ ტიტულთან ერთად €699.000 ევრო ხვდა წილად. 

რუმები

ქართული უცხოური