დოილ ბრანსონი Bellagio-ში $2.000/$4.000 ლიმიტზე თამაშობს
მართალია, ასაკის მატებასთან ერთად დოილ ბრანსონმა ტურნირების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა, მაგრამ პოკერის ლეგენდა დიდი ქეშ-გეიმების ერთგული დღემდე რჩება.
დღეს დილას, საკუთარი 'ტვიტერის' გვერდზე Bellagio-ში მიმდინარე მოვლენებზე რამდენიმე კომენტარი გააკეთა: როგორც ირკვევა, Bobby's Room-ში მყოფმა ერთ-ერთმა მოთამაშმა, რომლის ვინაობასაც ბრანსონი არ ასახელებს, $12.000-იანი სტეკი $550.000 დოლარამდე გაზარდა. "$2.000/$4.000-ზე ერთ-ერთმა მოთამაშემ, რომლის სახელსაც ვერ დავასახელებ, $12K დოლარი $550K დოლარად აქცია" - წერს 'ტვიტერზე' ბრანსონი. ლეგენდარული მოთამაშისთვის უკანასკნელი სესია წარუმატებელი აღმოჩნდა - მან $150.000 დოლარი დაკარგა.
დოილ ბრანსონის გარდა, ბოლო დროს, 'ტვიტერის' გვერდზე პატრიკ ანტონიუსიც ხშირად აქვეყნებს Bellagio-ში მიმდინარე მოვლენებს. ვრცელდება ჭორები, რომ Bobby's Room-ში ფილ აივი და დევიდ იპენჰაიმიც თამაშობენ.