"2+2 ფორუმი" ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდა
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა, რომელიც მთლიანად ვიდეო-გეიმინგსა და აზარტულ თამაშებს ეძღვნება - "2+2" რამდენიმე დღის წინ ჰაკერების აქტიური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. საიტის ადმინისტრაცია ფორუმის მომხმარებლებს პასვორდების დაუყოვნებელი შეცვლისკენ მოუწოდებს.
ეს პირველი შემთხვევა არაა - მსგავსი პრობლემა საიტს 2012 წელსაც შეექმნა, როდესაც "2+2"-ის ფორუმმა ჰაკინგის დიდი იერიში მიიღო. საიტის ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა, ჩაკ ვინსტოკმა დღეს დილას საგანგებო განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ჰაკერები ფორუმის მონაცემთა ბაზის გაყიდვას გეგმავენ: "როგორც ცნობილი გახდა, ჩვენმა საიტი ჰაკერების მძიმე შემოტევების მსხვერპლი გახდა. ჩვენი ინფორმაციით, ექაუნთები, რომლებიც 20 ნოემბრის შემდეგ შეიქმნა, ხელშეუხებელია. მაგრამ ეს ყველაფერი სიმშვიდის საშუალებას არ იძლევა. ჩვენი მკაცრი რეკომენდაციაა, რომ ფორუმის მომხმარებლებმა დაუყოვნებლივ შეცვალონ საკუთარი ექაუნთების პაროლები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იგივე პაროლები სხვა საიტებზე წვდომის საშუალებასაც იძლევა."
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, "2+2" ფორუმის მომხმარებლებს, მაქს სილვერი რამდენიმე რჩევას აძლევს:
1. შეცვალეთ "2+2"-ზე არსებული ექაუნთის პასვორდი
2. შეცვალეთ ნებისმიერი პასვორდი, რომელიც ფორუმისასთან პასვორდთან მიმსგავსებულია, ან რაიმე კავშირშია
3. ისარგებლეთ პაროლების მენეჯერი პროგრამებით
4. აუცილებლად გამოიყენეთ იდენტიფიკაციის მინიმუმ 2 საშუალება