PokerStars Bahamas $25K ჰაი როლერზე მხოლოდ 4 მოთამაშე დარეგისტრირდა
ბაჰამებზე მიმდინარე PokerStars-ის ჩემპიონატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ელოდა, $25.000 დოლარიანი ომაჰა ჰაი როლერ ივენთი იყო. თუმცა, ტურნირზე მხოლოდ 4 მოთამაშე - აიზიკ ჰექსტონი, ბენ ტოლერენი, შონ ვინთერი და ლორი ვარონენი დარეგისტრირდა. ღონისძიების ჩავარდნის მთავარი მიზეზი PokerStars Championship Bahamas მეინ ივენთი იყო, რომელმაც ჰაი სტეიკს რეგულარების დრო სრულად მიისაკუთრა.
დენიელ ნეგრანუ ერთ-ერთი იყო იმ მოთამაშეთაგან, რომელმაც დაინტერესების მიუხედავად, ომაჰას თამაშისგან თავი შეიკავა და მეინ ივენთზე სცადა ბედი. უნდა ითქვას, რომ კანადელი მოთამაშისთვის 2017 წელი, შარშანდელის მსგავსად, წარუმატებლად მიმდინარეობს.
პოტ-ლიმიტ ომაჰას ივენთი სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა. პირველი მოთამაშე, რომელმაც ტურნირი დატოვა შონ ვინთერი იყო, რომელმაც ჯერ აიზიკ ჰექსტონთან დაკარგა სტეკის დიდი ნაწილი, შემდეგ კი ლორი ვარონენთან საბოლოოდ განულდა. შემდეგი სწორედ ფინელი მოთამაშე იყო, რომელმაც ბენ ტოლერენს ორი წყვილით შეუტია, მაგრამ რივერზე მიღებული სთრეითის გამო მაგიდის დატოვება მოუხდა. მაგიდაზე დარჩენილი ჰექსტონი და ტოლერენი არსებული ჩიპების მიხედვით საპრიზო ფონდის გადანაწილებაზე შეთანხმდნენ. ტოლერენს $48.133, ხოლო ჰექსტონს - $49.867 დოლარი შეხვდათ. ტურნირის ტექნიკური გამარჯვებული აიზიკ ჰექსტონი გახდა.