ლუკას გრინვუდი $25K Bahamas High Roller-ს იგებს

ლუკას გრინვუდს თავაწეულს და ამაყს შეუძლია ოჯახში დაბრუნება - მოთამაშემ მისი ორი ძმის, მაქს გრინვუდისა და სემ გრინვუდის შედეგი გაიმეორა და შვიდნიშნა თანხის მოგება შეძლო. 

აქამდე ლუკასის საუკეთესო შედეგი PokerStars Caribbean Advanture-ის მეინ ივენთზე მოგებული $75.000 დოლარი იყო, რომელიც 2011 წლით თარიღდება. ახლა კი, PokerStars Championship Bahamas-ის ფარგლებში ჩატარებული $25.000 დოლარიანი ჰაი როლერის მოგებით ლუკას გრინვუდმა $779.268 დოლარიანი შემოსავალი მიიღო, რითიც მისი კარიერული მოგება $1 მილიონ დოლარს გადაცდა. მის ძმებს კი, საერთო ჯამში, $6.6 მილიონ დოლარზე მეტი აქვთ გამომუშავებული. სემ გრინვუდის უკანასკნელი მოგება სწორედ იმ ტურნირით თარიღდება, რომელიც ლუკასმა მოიგო - სწორედ ლუკასი იყო მისი ძმის მე-10 პოზიციიდან გაგდებაზე პასუხისმგებელი. 

ფინალურ ჰედს-აპზე ლუკას გრინვუდმა ნიკ პეტრანგელო დაამარცხა. მოთამაშეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ორივე მათგანს $700.000 დოლარზე მეტი რჩებოდათ, ნებისმიერი შედეგის პირობებში. ფინალურ მაგიდაზე ისეთი მოთამაშეებიც მოხვდნენ, როგორებიც ბრინ კენი და დენიელ ნეგრანუ არიან. კანადელმა მოთამაშემ ფინალური მაგიდის დაწყებამდე მისი ძაღლის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, რამაც მის თამაშზე მკვეთრად იმოქმედა. თუმცა, მაგიდაზე შორტსტეკად მოხვედრილმა ნეგრანუმ მე-5 ადგილზე გასვლა მაინც მოახერხა. 

ადგილიმოთამაშექვეყანაანაზღაურება
1ლუკ გრინვუდიკანადა$779.268
2ნიკ პეტრანგელოდიდი ბრიტანეთი$740.032
3მაიკლ როკოაშშ$409.020
4ბაირონ კავერმანიაშშ$335.020
5დენიელ ნეგრანუკანადა$268.780
6ნაჩო ბარბეროარგენტინა$208.400
7სტივენ ჩედვიკიდიდი ბრიტანეთი$154.260
8მარკ რადოიაკანადა$113.360
9ბრინ კენიაშშ$90.380

 

რუმები

ქართული უცხოური