Aussie Millions-ის უკანასკნელი ივენთის გამარჯვებული ფინელი მოთამაშე გახდა
ავსტრალიური პოკერის ფესტივალი, რომელიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მსოფლიო პოკერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება, დასრულდა. Crown Melbourne-ში ჩატარებული უკანასკნელი ივენთის, $1.150 დოლარიანი ჰაიპერ ტურბო ტურნირის გამარჯვებული ფინელი მოთამაშე, მატი კონტინენი გახდა. პირველი ადგილისთვის მან $27.710 ავსტრალიური დოლარი მოიგო.
კონტინენის კარიერულმა მოგებამ $400.000 დოლარს მიაღწია. ჰაიპერ ტურბოსთვის მიღებული ფული ფინელის უდიდეს მოგებას წარმოადგენს. მისი რიგით მეორე ანაზღაურება ისევ 2017 წლით და კვლავ Aussie Millions-ის სერიებით თარიღდება, როდესაც მან Tournament Of Champions-ის მე-5 ადგილისთვის $13.525 დოლარი მიიღო.
ტურნირზე 102 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. ფინალურ ჰედს-აპზე კონტინენმა ადგილობრივი მაიკლ ვუდი დაამარცხა. ფინალურ მაგიდაზე სულ 3 ავსტრალიელი იმყოფებოდა, ჰედს-აპამდე მიღწევა კი მხოლოდ ვუდმა შეძლო. ტურნირის ყველაზე ცნობილი მოთამაშეები, რომლებიც უკანასკნელ 9 მოთამაშეს შორის მოხვდნენ, კესი კესტლი და კრისტიან ბიკნელი იყვნენ. მაიკლ ვუდმა ტურნირის მეორე ადგილისთვის $18.820 ავსტრალიური დოლარი მიიღო.