American Poker Awards-ის ნომინანტები ცნობილია: მაიკ სექსტონი 3 ნომინაციით ლიდერობს

გუშინ გამარათულ კონფერენციაზე Global Poker Index-მა და PokerStars-მა American Poker Awards-ის ნომინანტების სრული სია გამოაქვეყნეს. აზარტული ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლებიდან და მოთამაშეებიდან 70 მათგანის ამორჩევა და შემდეგ ფინალისტების დასახელება საკმაოდ რთული საქმეა, რასაც ჟიურიმ ერთი კვირა მოანდომა. 

როგორც გამოქვეყნებული სიიდან გახდა ცნობილი, მაიკ სექსტონი American Poker Awards-ის (APA) ერთ-ერთი ყველაზე დიდი კანდიდატია. ის 3 ნომინაციით ლიდერობს, რომელთა შორის პირველი ორი - წლის საუკეთესო პერფორმანსი და წლის საუკეთესო მომენტი - მას World Poker Tour-ის გამარჯვებისთვის ერგო, ხოლო მესამე - წლის მედია კონტენტი - მისი უკანასკნელი წიგნის Life's a Gamble-ის გამო. სავარაუდოდ, მაიკ სექსტონი მინიმუმ ერთი ნომინაციის გამარჯვებული მაინც გახდება. 

სხვა კანდიდატები, რომლებიც 2-2 ნომინაციაში იქნენ წარდგენილნი ასე გამოიყურებიან: არი ენგელი - წლის აღმოჩენა და წლის სატურნირო პერფორმანსი; მორის ჰოუკინსი - წლის აღმოჩენა და წლის სატურნირო პერფორმანსი; ლენს ბრედლი - მედია ინდუსტრიის წლის ადამიანი და წლის მედია კონტენტი. 

ფინალისტების საბოლოო არჩევა 23 თებერვალს მოხდება, ბევერლი ჰილსში. ჟიურიში პოკერის ინდუსტრიის ექსპერტები იქნებიან წარმოდგენილნი. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია იმავე დღეს, საღამოს 8 საათზე გაიმართება.

 

რუმები

ქართული უცხოური