მაქს პესკატორი WSOP-ის სამაჯურს ყიდის

იტალიური წარმოშობის მოთამაშე, მაქს პესკატორი 2015 წლის WSOP-ზე მოგებულ ოქროს სამაჯურს ყიდის, რათა იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს. მისი სამაჯური, ამ მომენტისთვის, 'იბეიზე' $6.000 დოლარად იყიდება, თუმცა, ფასი სავარაუდოდ მოიმატებს. 

გასაყიდად გატანილი ოქროს სამაჯური მილანელმა მოთამაშემ 2015 წელს, WSOP-ის Stud-ის ივენთზე მოიგო, როდესაც ფინალურ ჰედს-აპში სტივენ ჩედვიკი დაამარცხა. მაშინდელი ტურნირის მესამე ადგილზე დენიელ ნეგრანუ გავიდა. "მოხარული ვარ, რომ ჩემს სამაჯურში გადახდილი თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება" - ამბობს პესკატორი. ეს მისი მე-4 და უკანასკნელი ოქროს სამაჯურია. 

სამაჯურის ღირებულების 100% ქველმოქმედებას მოხმარდება - თანხა კაპრისია დელ კუროს გადაეცემა, რომელმაც რამდენიმე თვეა აქტიური ქველმოქმედება წამოიწყო იტალიის მიწისძვრისგან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. იმ ოჯახებს, რომლებმაც მიწისძვრის შედეგად სახლ-კარი დაკარგეს, უკვე გადაეცათ დროებითი საცხოვრებელი სახლები. 

ადამიანი, რომელმაც მაქს პესკატორის ქველმოქმედების სურვილი აღუძრა, ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, პიოტრ მალაჩოვსკი იყო. მან საკუთარი ოქროს მედალი 3 წლის ბიჭის გადასარჩენად გაყიდა, რომელიც იშვიათი ფორმის სიმსივნეს ებრძოდა. 'იბეიზე' მის მიერ გამოქვეყნებული განცხადება უცნობმა მილიარდერმა ბიზნესმენმა ნახა, რომელმაც ბიჭის ოპერაცია სრულად დააფინანსა. 

რუმები

ქართული უცხოური