ჯენს კილონენი, პოკერის თამაშის ნაცვლად, ამერიკაში სწავლის გაგრძელებას გეგმავს

ფინელი მოთამაშის, პოტ-ლიმიტ ომაჰას ლეგენდის, ჯენს კილონენის განცხადებით, მას პოკერი მობეზრდა და გეგმავს, საკუთარი თავი სრულიად ახალი მიმართულებით გამოსცადოს და აღმოაჩინოს. 

როგორც ფინური ტაბლოიდური ჟურნალისთვის, Iltaleht-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მოთამაშე განმარტავს, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ის ფინანსებს სწავლობდა. ახლა კი სამეცნიერო ხარისხის დაცვა ამერიკაში, ფილადელფიის უნივერსიტეტში გადაწყვიტა. კილონენის თქმით, მან პოკერით უკვე იმდენის მოგება და მოგროვება მოახერხა, რომ თამაშთან სამუდამო გამომშვიდობებასაც კი შეძლებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა თამაშის შეწყვეტას მაინც არ აპირებს: "ბოლო დროს სულ უფრო მეტს ვფიქრობ იმაზე, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში თამაშის გარდა არაფერი მიკეთებია. ცხოვრება მოკლეა, ამიტომ გადავწყვიტე, თამაშისგან განსხვავებულ სფეროშიც ვცადო ბედი."

27 წლის პროფესიონალი მოთამაშე იმ გარემოებასაც უსვამს ხაზს, რომ პოკერის გლობალურმა ბაზარმა გარკვეული რყევებ განიცადა. თამაში აღარ არის ისეთი, როგორიც აქამდე იყო - ის ან ძალიან გართულებულია, ან ახალი მოთამაშეების მოზიდვას ვერ ახერხებს. სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე გადაწყვიტა მან ხარისხის დაცვა და საკუთარი ბიზნესის დაწყება. რაც შეეხება რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ფინელი მოთამაშე კოსმოსში სამოგზაუროდ ემზადებოდა: "მე მართლაც დაჯავშნილი მქონდა ადგილები, მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე წარუმატებელი გაფრენის შესახებ გავიგე, რომელსაც ერთი პილოტის სიცოცხლეც შეეწირა, მოგზაურობა იმ დროისთვის გადავდე, როცა ეს სფერო ბევრად დაიხვეწება და უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული."

ჯენს კილონენს ონლაინ მაგიდებთან რამდენიმე მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული. მხოლოდ ლაივ ტურნირების მოგება $2.8 მილიონ დოლარს შეადგენს. მას მოგებული აქვს EPT-ის ტიტული და WSOP-ის ოქროს სამაჯური. 

რუმები

ქართული უცხოური