Global Poker Index - ბრინ კენიმ მუსტა კანიტს გაასწრო

ყოველ კვირას Global Poker Index ადგენს ტურნირების საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგს, რომელიც მათი უკანასკნელი 3 წლიანი შედეგების შეჯამებას ეფუძნება. 2017 წლის ტოპ ათეულისთვის თებერვალში თვალის მიდევნება და დასკვნების გამოტანა წარმოუდგენლად არასერიოზული მიდგომა იქნებოდა - იანვრისა და თებერვლის თვის ათეულებში ის მოთამაშეები ხვდებიან, რომლებმაც წელი წარმატებით დაიწყეს. მაგრამ ნამდვილი თამაში მოგვიანებით იწყება, როცა რომელიმე დიდი სახელი რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირის სათავეში მოექცევა და რეალურ ბრძოლას გამოაცხადებს წლის მოთამაშის სტატუსის მოსაპოვებლად. 

გასული კვირის წლის საუკეთესო მოთამაშის პირველ ათეულში ბრინ კენი ერთი ადგილით დაწინაურდა, რითიც იტალიელი მუსტაფა კანიტის ერთკვირიანი ლიდერობა დასრულდა. იტალიელი კენის მხოლოდ ერთი ქულით უსწრებდა. კენიმ კი, $25.000 დოლარიანი Aria High Roller-ის მე-6 ადგილის მოპოვების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუსწრო მეტოქეს და ლიდერბორდის სათავეში მოექცა. კვლავ 'არიაში' გამართული, ამჯერად $50.000 დოლარიანი ჰაი როლერის მე-5 ადგილისთვის ბაირონ კავერმანიც დაწინაურდა და მან მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა. 

დიდი ნახტომი გააკეთეს დენიელ ვაინმანმა და ნათან ბიერნომ, რომლებმაც WPT Borgata Winter Open-ზე პირველი და მეორე ადგილების დაკავების შემდეგ 345-ე და 757-ე ადგილებიდან მე-5 და მე-10 პოზიციების დაკავება შეძლეს. 

8 თებერვლის მონაცემებით, Global Poker Index-ის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

პოზიციამოთამაშეცვლილება
1ბრინ კენი+1
2მუსტაფა კანიტი-1
3ბაირონ კავერმანი+1
4დევიდ იანი-1
5ნათან ბიერნო+340
6ნიკ პეტრანგელო-1
7ბენ ჰითი-1
8ლუკ გრინვუდი-1
9სერგი რეიჰაჩი-1
10დენიელ ვაინმანი+747

 

რუმები

ქართული უცხოური