ფილ აივიმ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მოიოპვა

გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლომ ლეგენდარულ მოთამაშეს, ფილ აივის უფლება მისცა 2016 წლის ნოემბერში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა. საქმე ლონდონში მდებარე Crockfords Casino-ში 2012 წელს ნათამაშებ ბაკარას სესიას ეხება, როდესაც აივიმ £7.8 მილიონი ფუნტის მოგება შეძლო. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება 28 თებერვალს გაახმაურა. 

"სააპელაციო სასამართლოს მიერ ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება სრული აბსურდია, - ამბობს აივი, - პირველი ინსტანციის მოსამართლემ დაადგინა, რომ ჩემ მიერ არაკეთილსინდისიერ საქციელს ადგილი არ ჰქონია. მას არც სხვა მოსამართლეები შეწინააღმდეგებიან. მიუხედავად ამისა, ორი ხმით ერთის წინააღმდეგ, სასამართლომ ჩემთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა." დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო უკანასკნელი ინსტანციაა, სადაც უკმაყოფილო მხარეს საქმის გასაჩივრების შესაძლებლობა ეხება. უზენაესი სასამართლო სამოქალაქო სამართლის იმ საქმეებს განიხილავს, რომლის მიმართაც საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს. "მოხარული ვარ, რომ სიმართლისთვის ბრძოლისა და უდანაშაულობის დამტკიცების საშუალება მომცა. ეს არამხოლოდ ჩემთვის იქნება სასარგებლო, არამედ მნიშვნელოვან პრეცედენტს შექმნის მთელ სათამაშო ინდუსტრიაში" - ავისი განცხადებით, მას დიდი იმედი აქვს, რომ სასამართლო დადებით განაჩენს გამოიტანს. 

Crockfords Casino-სა და ფილ აივის შორის მიმდინარე დავის მოკლე ისტორია:

თარიღიმოვლენა
2012 წლის აგვისტოლონდონში მდებარე Crockfords Casino-ში, ბაკარას სესიაზე აივი £7.8 მილიონ ფუნტს იგებს. კაზინო ფულის გადახდაზე უარს ამბობს
2013 წლის მაისილონდონის სასამართლოში აივის სარჩელი შეაქვს, რომლის მიხედვითაც ის კაზინოს მესვეურებისგან მოგებული თანხის გადახდას მოითხოვს
2014 წლის ოქტომბერიაივი მის მიერ დაწყებულ სასამართლო დავას აგებს
2015 წლის იანვარიაივის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ეძლევა
2016 წლის აპრილისააპელაციო სასამართლო წინა სასამართლო პროცესზე მიღებულ გადაწყვეტილებას უცვლელად ტოვებს
2017 წლის თებერვალიგაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლო ფილ აივის უფლებას აძლევს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს და მისი გადახედვა მოითხოვოს

 

რუმები

ქართული უცხოური