დენიელ შტრელიცი WPT L.A. Poker Classic-ს იგებს

დენიელ შტრელიცმა WPT-ის ჩემპიონის ტიტულთან მიახლოება ორჯერ მოახერხა, როდესაც მან ფინალურ სამეულში მოხვედრა შეძლო. საბოლოოდ, 3 მარტს, ამერიკელი მოთამაშე WPT L.A. Poker Classic-ის გამარჯვებული გახდა. შტრელიცმა დაამტკიცა, რომ ის არამხოლოდ ტურნირის გამარჯვებული, არამედ ჭეშმარიტი ჩემპიონია - ღონისძიების უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში მას ჩიპლიდერის პოზიცია ერთხელაც კი არ დაუთმია და საბოლოოდ WPT-ის ჩემპიონის ტიტულისა და $1.001.110 დოლარის მფლობელი გახდა. 

"წარმოუდგენელი შეგრძნებაა, - ყვებოდა ტურნირის დასრულების შემდეგ შტრელიცი, - რთულია ავხსნა მიღწეული შედეგით ჩემი კმაყოფილება, მით უმეტეს, რომ მთელი ცხოვრება კალიფორნიის ამ ნაწილში გავატარე, რაც ტურნირის მოგების სიხარულს გაცილებით დრამატულ ელფერს აძლევს. WPT L.A. Poker Classic, სავარაუდოდ, სამხრეთ კალიფორნიის საუკეთესო ღონისძიებაა." 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელი, რომელიც ფინალურ მაგიდაზე მოხვდა და რომელსაც პოკერის მოყვარულები დიდ ყურადღებას უთმობდნენ, ლეგენდარული მოთამაშე და WPT-ის ტურნირების ვეტერანი წამყვანი, მაიკ სექსტონი იყო. ერთ-ერთ ეპიზოდში, სექსტონი მე-5 პოზიციიდან გავარდნის კანდიდატი გახდა, როდესაც A6-ით შტრელიცის AT-ს დაუპირისპირდა. მაგრამ გაწყვილებული ბორდის წყალობით ბანკი გაყოფა მოახერხა და ტურნირის გაგრძელების კიდევ ერთი შანსი მიიღო. მე-5 ადგილი, სექსტონის ნაცვლად, შერეული თამაშების (mixed-games) სპეციალისტს, ჯესი მარტინს ერგო. სექსტონმა, როგორც ჩანს ვერ დააფასა წინა ოლ ინ სიტუაციის იღბლიანი მსვლელობა და ამჯერად 15 ბიგ ბლაინდის გარისკვა Q6-ით გადაწყვიტა, რასაც ჯარედ გრაინერისგან ქოლი მოჰყვა, რომელიც 88-ებით იყო შეიარაღებული. სუფთა ბორდმა გრაინერს გამარჯვება, ხოლო სექსტონს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა მოუტანა. 10 ბლაინდით დარჩენილმა სექსტონმა საკუთარ ხელში KK აღმოაჩინა, რასაც სწრაფი ოლინი და დენიელ შტრელიცისგან ასევე სწრაფი ქოლი მოჰყვა. ფლოპზე დადებული A შტრელიცის A7-ს დიდ უპირატესობას აძლევდა, რაც ბორდის ბოლომდე შენარჩუნდა. საბოლოოდ სექსტონმა, მეოთხე ადგილისთვის, $300.690 დოლარი მიიღო. 

ფინალური ჰედს-აპის დროს შტრელიცის ჩიპლიდს მისი მეტოქე, ბულგარელი საიმონ ნაიდენოვი რამდენჯერმე მიუახლოვდა, მაგრამ QQ53A ბორდზე J8-ითა და ბექდორ ფლეშით აღჭურვილი ბულგარელისგან სამრაუნდიანი ჩექ-ქოლ ხაზის შემდეგ, შტრელიცმა 33-იანებით შედგენილი ფულჰაუსი აჩვენა, რაც ჰედს-აპის მსვლელობის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. საბოლოოდ ამერიკელმა დასკვნითი ხელის მოგება სთრეითით შეძლო, როდესაც ნაიდენოვს მხოლოდ ტოპ წყვილი ჰყავდა. $1.001.110 დოლარი დენიელ შტრელიცის კარიერაში ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა. მეორეადგილოსან საიმონ ნაიდენოვს $672.190 დოლარი ხვდა წილად. 

რუმები

ქართული უცხოური