პოკერის მოთამაშე ენდრიუ რობლი ქველმოქმედებისთვის $300.000 დოლარს გამოყოფს

პოკერის ელიტარულ მოთამაშეებში ქველმოქმედებისა და ფულის კეთილ საქმეში დახარჯვის ტენდენცია კიდევ უფრო იზრდება. ქველმოქმედებით, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, ბარი გრინშტაინმა გაითქვა სახელი, რომელსაც 'პოკერის რობინ ჰუდიც' კი შეარქვეს. ფართომასშტაბიან აქციებში ფილ ჰელმუტი, დენიელ ნეგრანუ და დენ ქოლმანი არიან ჩართულები. ეს უკანასკნელი ძვირადღირებულ ტურნირებზე, ცნობილი პოკერ-რუმების ბრენდების ნაცვლად, საქველმოქმედო ფონდების სამკლაურს ატარებს. უკანასკნელი მოთამაშე, რომელმაც თავისი ალტრუისტული სურვილები საქვეყნოდ გამოთქვა, ონლაინ პოკერის ფენომენი, შემდგომში ლას ვეგასის ძვირადღირებული თამაშების რეგულარი, ენდრიუ რობლია. 

იანვრის ბოლოს, რობლმა 'ტვიტერის' გვერდზე საკუთარი წიგნი The Secret to Living in Giving ფართო პუბლიკის წინაშე გამოიტანა, რომელშიც ის პოკერის მოთამაშის ეგოისტურ თვისებებზე და კეთილი საქმით მათი განეიტრალების გზებზე ყვება. წიგნში აღწერილია ის უწვრილმანესი დეტალები და ასპექტები, ის შრომა, დრო და მონდომება, რაც მოთამაშეს საკუთარი აზროვნების გაუმჯობესებაში, თამაშის დახვეწასა და უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. სწორედ მსგავსი სტრესის გამო, ენდრიუ რობლმა ფულის კეთილი საქმისთვის გამოყენების აუცილებლობა დაინახა. 

როგორც მოთამაშე ამბობს, მისი მთავარი მოტივატორი დენ სმიტის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია იყო, რომელმაც $1.7 მილიონი დოლარის მოგროვება შეძლო. რობლი პირობას დებს, რომ მოთამაშეების მიერ შეგროვებულ ფულს ის შესაბამის თანხას დაუმატებს, რათა საერთო ჯამში თვეში $25.000 დოლარი შეგროვდეს. მას სულ 4 საქველმოქმედო ფონდი აქვს არჩეული: Pencils for Promise, Charity Water, ტონი რობინსის სახელობის ფონდი და Give Directly. იანვარში შეგროვებულმა თანხამ $48.335 დოლარი შეადგინა. მართალია, თებერვალში ბევრად ნაკლები შეგროვდა, მაგრამ დაპირებისამებრ, $25.000 დოლარიანი ლიმიტი თავად ენდრიუ რობლმა შეავსო. 

რუმები

ქართული უცხოური