სერიიდან: "durrrr-ის დაბრუნება" - ტომ დუანის ვალები იზრდება
რუბრიკა "durrrr-ის დაბრუნება" იმ დანაკლისის შევსებას ისახავს მიზნად, რაც ტომ დუანის ფართო პუბლიკიდან გაქრობამ გამოიწვია. დუანზე გამოქვეყნებული უკანასკნელი ცნობების აშკარა კომიკური ხასიათის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ მოთამაშის მიმართ ინტერესი ოდნავადაც არ განელებულა. რამდენიმე წელია, რაც ის მედიის წინაშე არ გამოჩენილა, მაგრამ მაინც პოპულარობის თვალსაზრისით თანამედროვე აქტიურ მოთამაშეებს მაინც ჯაბნის.
დუანის მთავარი მემატიანე, მისი ისტორიული მეტოქე - დენიელ ქეითსი, რომლისგანაც durrrr-ზე ინფორმაციის მოპოვება ხდება შესაძლებელი, ამჯერად დაგ პოლკმა ჩაანაცვლა. პოლკი თავის უკანასკნელ ვიდეო-ბლოგში დუანის კიდევ ერთ 'ცოდვაზე' ლაპარაკობს, რომელიც მან სავარაუდოდ პოკერის მოთამაშის, ჰარალაბოს Bob ვულგარისის წინააღმდეგ 'ჩაიდინა'. მისი წინა 'ცოდვა' თავად დენიელ ქეითსს ეხებოდა, რომელთან დაწყებული Durrrr Challenge უკვე წლებია იწელება. პოლკმა 2015 წელს, ჯო ინგრამსა და ჰარალაბოს Bob ვულგარისს შორის ჩაწერილი პოდკასტი გაიხსენა, სადაც ეს უკანასკნელი მის მევალედ ერთ-ერთ ცნობილ მოთამაშეს ასახელებს, თუმცა მის ვინაობას ინკოგნიტოდ ტოვებს.
2015 წლის ოქტომბერში ჩაწერილ პოდკასტში ჰარალაბოს ვულგარისი 2012 წელს მომხდარ შემთხვევას იხსენებს. მისი თქმით, ერთ-ერთმა ცნობილმა მოთამაშემ, მას, ონლაინ ტოტალიზატორზე საკუთარი ექაუნთის გამოყენება შესთავაზა. ფსონების დადებისა და მოგების შემდეგ კი, დაპირებული პროცენტის გადახდისა და სოლიდური თანხის ნაცვლად, ვრცელი და გულისამაჩუყებელი ბოდიშები მიიღო. ვულგარისის ვარაუდით, მოთამაშეს ან ფსონების დადება დაავიწყდა, ან დასადები ფული მიითვისა, ან მოგების გადახდაზე თქვა უარი. როგორც პოდკასტიდან ხდება ცნობილი, ვალი რამდენიმე მილიონ დოლარს უნდა შეადგენდეს. ჰარალაბოს ვულგარისი ხაზს უსვამს, რომ ეს მოთამაშე ე.წ. NVG-ის ერთ-ერთი მთავარი გმირია. NVG კი "2+2 ფორუმის" ერთ-ერთი დიდი თემაა, სახელად News Views and Gossip, სადაც რამდენიმე მოთამაშის ცხოვრება და მათთან დაკავშირებული ჭორები განიხილება. ეს მოთამაშეები არიან: ტომ დუანი, პატრიკ ანტონიუსი, ფილ აივი, ვიქტორ ბლომი და ფილ გალფონდი.
ვულგარისი იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მის მევალეს, ბოდიშებისა და სხვადასხვა ფაქტორების მომიზეზების მიუხედავად, არც ცხოვრების წესი შეუცვლია, არც ძვირადღირებულ კურორტებზე უთქვამს უარი და არც ჰაი სტეიკს თამაშებს ჩამოშორებია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დაგ პოლკმა სწორედ დუანში ამოიცნო დამნაშავე, ვულგარისის 'ტვიტერზე' რამდენიმე დღის წინ გამოჩენილი მესიჯია, სადაც ვულგარისი ტომ დუანს მიმართავს: