დენ კოლმანი, რაინერ კემპე და ჯეიკ შინდლერი Aria High Roller ტურნირებს იგებენ
გასულ კვირას, ლას ვეგასში მდებარე Aria Casino-ში კიდევ ერთი ჰაი როლერ ტურნირების სერია დასრულდა. ივენთების ბაი-ინების ფასი $25.000-დან 50.000 დოლარამდე ადიოდა.
$25.000 დოლარიანი ჰაი როლერის გამარჯვებული ჯეიკ შინდლერი გახდა, რომელმაც პირველ ადგილს 26 მონაწილეს შორის შორის მიაღწია, საიდანაც მხოლოდ პირველი 6 მოთამაშე ხდებოდა საპრიზო თანხის მფლობელი. ივენთზე 7 რე-ბაიც გაკეთდა, რამაც პირველი ადგილისთვის დაწესებული საპრიზო თანხა $364.320 დოლარამდე გაზრდა. ამჟამად, ჯეიკ შინდლერის სატურნირო კარიერის საერთო შემოსავალი $8.7 მილიონ დოლარს შეადგენს. მისი ყველაზე დიდი ანაზღაურება 2014 წლით თარიღდება, როდესაც შინდლერმა $25.000 დოლარიანი PCA-ის პირველი ადგილისთვის $1.19 მილიონი დოლარი მიიღო.
მეორე $25.000 დოლარიანი ჰაი როლერი დენ კოლმანმა მოიგო. ამჯერად, წინა ტურნირისგან განსხვავებით, ივენთზე 24 მოთამაშე დარეგისტრირდა, მაგრამ ამჯერადაც 7 რე-ბაი გაკეთდა. კოლმანმა პირველი ადგილისთვის $342.240 დოლარი მიიღო, რამაც მისი საერთო სატურნირო მოგება $28 მილიონ დოლარამდე გაზარდა. მისი ფინალური მეტოქე WSOP-ის ოქროს სამაჯურისა და EPT-ის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი, ესპანელი ადრიან მატეოსი იყო, რომელსაც $186.000 დოლარი ხვდა წილად. დენ კოლმანი მსოფლიო პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშეა, რომელიც დღემდე ყველაზე დიდ, მასშტაბურ და ძვირადღირებულ ტურნირებში ღებულობს მონაწილეობას.
გასული კვირის ყველაზე დიდი მოგება კი 2016 წლის Super High Roller Bowl-ის მფლობელ რაინერ კემპეს ხვდა წილად. $50.000 დოლარიანი ჰაი როლერ ივენთის პირველი ადგილისთვის, რომელზეც ასევე 24 მოთამაშე დარეგისტრირდა, კემპემ $576.000 დოლარი მიიღო. პოკერის სხვა ცნობილი სახეები, რომლებმაც გასულ კვირას დიდ ტურნირებზე ფულის მოგება შეძლეს ერიკ საიდელი ($115.920), შონ ვინთერი ($172.000), ბრინ კენი ($177.840) და იან-ერიკ შვიპტერი ($311.044) იყვნენ.