ბენ ტოლერენი PokerStars Panama-ს ჩემპიონი გახდა
თუკი პოკერში ტერმინი 'ტურნირის განადგურება' ოდესმე დამკვიდრდება, 'გამანადგურებლის' სტატუსს აუცილებლად ბენ ტოლერენი მიიღებს - მსოფლიოს უძვირესი ქეშ-გეიმების რეგულარმა PokerStars Championship Panama ისე მოიგო, რომ ფინალური მაგიდის ყოველი მოთამაშე მისი მსხვერპლი გახდა. "ამაზე უკეთესი ფინალური მაგიდის წარმოდგენა რთული შესაძლებელია, - თქვა ბენ ტოლერენმა, - მთლიანი ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთი ოლ ინი წავაგე, ისიც 10 ბიგ ბლაინდის ოდენობით. დანარჩენ შემთხვევაში კი, მნიშვნელოვანი ბანკის წაგებაც არ მახსენდება. ასეთი რამ მართლაც იშვიათი მოვლენაა."
ბენ ტოლერენმა, რომელსაც მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე $422.114 დოლარი ჰქონდა დაგროვილი, პანამაში გამართული ტურნირის მოგებით წლევანდელი ბიუჯეტი ნახევარი მილიონი დოლარით გაზარდა. ტოლერენის პირველი მსხვერპლი ამერიკელი ტიმოთი ადამსი იყო, რომელიც მომავალ ჩემპიონს AT-ით დაუპირისპირდა. ტოლერენმა KK-ით ფულ ჰაუსის დასრულება შეძლო და თანამემამულე მე-6 პოზიციიდან გამოთიშა თამაშს. შემდეგი თურქი ორფენ ქისაჩიქოღლუ აღმოჩნდა, რომელმაც პრეფლოპ ოლ ინის შემდეგ მაღალი A-ის შენარჩუნება ვერ შეძლო და ტოლერენის Q9-თან დამარცხდა. ტოლერენისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეტოქე სტივ ო'დუაიერი იყო, მაგრამ მისი 8 ბლაინდიანი სტეკი მომავალი ჩემპიონისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა - ტოლერენმა სწრაფად უპასუხა ო'დუაიერის ოლ ინს და ჰაი როლერ ტურნირების ლეგენდა K6-ით ჩამოიშორა გზიდან. ტოლერენის K6 ასევე ფატალური გამოდგა ჯასტინ ბონომოსთვის, რომელმაც KJ-ით შეუტია ტურნირის გმირს, მაგრამ რივერზე დადებული 6-ის წყალობით მისი სტეკიც მეტოქემ წაიღო.
ფინალური ჰედს-აპი ტოლერენმა 10-1 ჩიპლიდით დაიწყო. დენიელ დვორესი ადვილად დანებებას არ აპირებდა: მან ჯერ 10 ბიგ ბლაინდიანი ოლ ინი მოიგო, შემდეგ კი პატარა ბანკების მითვისებით მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი დარიგების წაგების შემდეგ, ტოლერენის K5-მა დვორესის დომინანტი A9 კიდევ ერთხელ დაჩაგრა და ამერიკელ მოთამაშეს ნახევარმილიონიანი გამარჯვება მოუტანა. PokerStars Championship Panama-ს ფინალური ექვსეული ასე გამოიყურება:
ადგილი | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
1 | ბენ ტოლერენი | აშშ | $538.715 |
2 | დენიელ დვორესი | კანადა | $372.360 |
3 | ჯასტინ ბონომო | აშშ | $237.680 |
4 | სტივ ო'დუაიერი | ირლანდია | $182.220 |
5 | ორფენ ქისაჩიქოღლუ | თურქეთი | $142.600 |
6 | ტიმოთი ადამსი | აშშ | $110.920 |