უმბერტო ბრენე მოხუცებისთვის პოკერ-რუმის გახსნას გეგმავს

როცა პოკერი სატელევიზიო სივრცეში გამოჩნდა, სპორტული გადაცემების პროდიუსერებმა, ჭკვიანი მოთამაშეებისა და გენიოსი მათემატიკოსების ნაცვლად, სახასიათო სახეებისა და დასამახსოვრებელი პერსონების ძიება დაიწყეს. ერთ-ერთი ასეთი გმირი უმბერტო ბრენე აღმოჩნდა, რომლის ლათინური აქცენტი, თილისმებად და ამულეტებად გამოყენებული სათამაშო ზვიგენი და საუბრის ექსცენტრიული მანერა პოკერის ტურნირების გულგრილი მაყურებლებისთვისაც კი მიმზიდველი და სახალისო აღმოჩნდა. 

$1.100 დოლარიანი PokerStars National Championship-ის ტურნირზე სათამაშო ზვიგენის გარეშე გამოჩენას, ბრენემ, მაშინვე ახსნა-განმარტება მოაყოლა: "ზვიგენი სასტუმროს ნომერშია და ძინავს. მას უფრო მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ვინახავ." რამდენად ეხმარება ლურჯი ზვიგენი უმბერტო ბრენეს გამარჯვების მოპოვებაში, რთული სათქმელია, მაგრამ მის გარეშე დარჩენილმა კოსტარიკელმა მოთამაშემ 110-ე ადგილი დაიკავა და სულ რაღაც $1.920 დოლარი მოიგო. 

თაითი მოთამაშის იმიჯის მიუხედავად, ბრენეს კარიერული მოგება $6.000.000 დოლარს შეადგენს და ლათინო-ამერიკელ გემბლერთა შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. მის ანგარიშზე WSOP-ის 2 ოქროს სამაჯურიც ირიცხება - ორივე 1993 წელსაა მოგებული. თუმცა, უკანასკნელ წლებში მისი ინტერესი პოკერის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდა. 2015 წლიდან დღემდე მისი მოგება $20.000 დოლარს შეადგენს. უმბერტო ბრენე ამ მომენტისთვის ბიზნესზეა გადართული - ის კოსტა რიკაში კაფეების ქსელს ფლობს, რომელსაც ამჟამად 27 ფილიალი აქვს. პოკერის ტურნირებისათვის მოუცლელობას, ბრენე, დროის უქონლობას აბრალებს და პირობას დებს, რომ როდესაც მისი შვილი საოჯახო საქმიანობის გაგრძელებას შეძლებს, ის მთელ თავის დროს სატურნირო კარიერას მოახმარს. 

PokerStars Championship Panama-ს მსვლელობის დროს, სანამ ის პოკერის დღევანდელ მდგომარეობასა და თამაშის პოპულარობასთან დაკავშირებით აზრს გამოთქვამდა, ბრენემ ჟურნალისტების ყურადრება იქვე მყოფი ლეგენდარული ერიკ საიდელისკენ მიმართა, რომელიც დამწყები მოთამაშეებით იყო გარშემორტყმული. "პოკერის პოპულარიზაციის მხრივ, 'პოკერსტარსი' დღეს ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, - ამბობს ბრენე, - ვფიქრობ, ამ დონის პოკერ-რუმისთვის ჩემი იმიჯი იყო საჭირო, რათა ლათინური ამერიკის მოსახლეობას ჩემში საკუთარი თავი და ის შესაძლებლობები დაენახა, რისი აღმოჩენაც პოკერის მაგიდასთან შეეძლოთ. დღეს კი სამხრეთ ამერიკას ისეთი ვარსკვლავი ყავს, როგორიც ანდრე აკარია."

სამომავლო მიზნებს რაც შეეხებათ, გარდა იმისა, რომ ის პოკერში დაბრუნებასა და 2017 წლის WSOP-ზე სოლიდურ პერფორმანსს გეგმავს, ბრენეს ერთ-ერთი უდიდესი სურვილი, რომლის განხორციელებასაც ის რამდენიმე წელიწადში აპირებს, კოსტა რიკაში Shark Poker Room-ის გახსნაა. მისი განმარტებით, პოკერ-რუმში მხოლოდ ხანშიშესულ ადამიანებს შეეძლებათ თამაში. მათ როგორც ერთმანეთთან დაპირისპირების, ისე მომსახურე პერსონალის წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა ექნებათ. ბრენეს აზრით, პოკერი იმ ტიპის აქტივობას მიეკუთვნება, რაც პიროვნულ სიმტკიცეს, მეხსიერებასა და ანალიტიკურ აზროვნებას აუმჯობესებს, რის დანაკლისსაც ხანშიშესული ადამიანები ასე განიცდიან. 

 

რუმები

ქართული უცხოური