WSOP-ის მე-9 ოქროს ბეჭედი - ვალენტინ ვორნიკუ რეკორდს იმეორებს

ვალენტინ ვორნიკუმ ლეგენდარული მოთამაშეების - ალექს მასეკისა და მორის ჰოუკინსის რეკორდი გაიმეორა. რუმინული წარმოშობის ამერიკელმა მოთამაშემ WSOP Circuit-ის მე-9 ოქროს ბეჭედი მოიგო, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ტურნირების ერთ-ერთი საუკეთესო რეგულარია. 

კალიფორნიელმა პროფესიონალმა მოთამაშემ ლოს ანჯელესში მდებარე Bicycle Hotel & Casino-ში გამართული ულიმიტო ჰოლდემის $365 დოლარიანი ტურნირი მოიგო, $13.675 დოლარით პირველი ადგილისთვის. რა თქმა უნდა, მსგავსი ანაზღაურება ვორნიკუსთვის მნიშვნელოვან მოგებად ვერ ჩაითვლება - მან ჯერ კიდევ გასული წლის WSOP-ის მეინ ივენთზე აღებული 23-ე ადგილისთვის $269.430 დოლარი მიიღო. მაგრამ ტურნირის 169 მოთამაშიან ფილდზე საუკეთესო შედეგის ჩვენება და თან სარეკორდო მე-9 ოქროს ბეჭდის მოგება, ყველანაირ ანაზღაურებაზე მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. 

"არც კი ვიცი რა ვთქვა, - ამბობს WSOP-თან ინტერვიუში ვორნიკუ, - ის მოთამაშეები, ვის წინააღმდეგაც მე ვითამაშე, ნამდვილად ძლიერი მეტოქეები იყვნენ. არ დავასახელებ სახელებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ რამდენიმე ბევრად მჯობდა და მოგებასაც იმსახურებდნენ." ვალენტინ ვორნიკუს 9 ოქროს ბეჭდიდან 4 სწორედ Bicycle Hotel & Casino-შია მოგებული, 9-დან 6 ბეჭედი კი - სწორედ სამხრეთ კალიფორნიის ტერიტორიაზე, რაც ვორნიკუს აზრით შემთხვევითობად ვერ ჩაითვლება: "ვფიქრობ, ლოკალურ რეგიონში თამაში საკუთარ სახლში დარჩენისა და ნორმალურად დასვენების საშუალებას იძლევა. მოგზაურობის დროს, სასტუმროებში ნორმალურად განვტირთვას ვერ ვახერხებ. თუ მშობლიურ მხარეში ტურნირიდან ადრეულად გამოვარდი, სახლში დაბრუნების, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის, ან მეგობრების ნახვის საშუალება გეძლევა და დღე ისე გადის, თითქოს არაფერი მომხდარა. მაშინ როცა, უცხო ქალაქში ან ქვეყანაში თამაშისას სტრესის დონე მნიშვნელოვნად იმატებს."

 

რუმები

ქართული უცხოური