სკოტ სივერი და ბრაიან რასტი Aria High Roller-ებს იგებენ
სანამ ბრინ კენი მოთამაშეებს PokerStars-ის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს, Aria Hotel & Casino-ში ჰაი როლერ ივენთების სერია აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, $25.000 დოლარიან ტურნირებს პოკერის სამყაროსთვის საკმაოდ ნაცნობი გამარჯვებულები ჰყავს. 'არიაში' გამართული პირველი $25.000 დოლარიანი ჰაი როლერი სკოტ სივერმა მოიგო, რომელმაც ფინალურ ჰედს-აპში ბრინ კენი დაამარცხა. ტურნირზე სულ 31 მოთამაშე დარეგისტრირდა, საიდანაც ფულში შესვლა მხოლოდ 5 მათგანმა შეძლო. სკოტ სივერმა $342.240 დოლარი, ხოლო ბრინ კენიმ - $186.000 დოლარი მოიგეს. უნდა ითქვას, რომ კენიმ მეორე დღესაც გაიმეორა იგივე შედეგი და ამჯერად ბრაიან რასტთან ითამაშა ჰედს-აპი.
ამჯერად, $25.000-იან ტურნირზე 30 მოთამაშე დარეგისტრირდა და საპრიზო ადგილებზე გასვლა ისევ 5 მოთამაშემ მოახერხა. ბრაიან რასტმა, რომელიც ჰაი როლერ ტურნირების ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება, პირველი ადგილისთვის $237.555 დოლარი მოიგო. პირველი ადგილის დაბალი ანაზღაურების მიზეზი სამ მოთამაშეს შორის შემდგარი შეთანხმება გახდა, რომლის მიხედვითაც რასტმა $237.555, ხოლო ბრინ კენიმ $211.000 დოლარი მიიღეს. რაც შეეხება მესამე მოთამაშეს, ის წინა დღის ჰაი როლერის გამარჯვებული, სკოტ სივერი აღმოჩნდა, რომელმაც წარმატებული პირველი დღის შემდეგ, მეორე ტურნირზე $163.445 დოლარი მოიგო.
ამ გამარჯვებით, ბრაიან რასტის კარიერული მოგება $20 მილიონ დოლარიან ზღვარს გადაცდა. HandonMob-ის მონაცემების მიხედვით, რასტის სატურნირო შემოსავალი $20.155.747 დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ $11.194.916 დოლარი რასტმა სწორედ Aria High Roller ივენთებზე მოიგო. რა თქმა უნდა, ის 'არიას' ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან მოთამაშედაა აღიარებული.