WSOPE-ის €111.111 One Drop High Roller-ზე 50 მონაწილე დარეგისტრირდა

King's Casino-მ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დააანონსა, რომ ევროპულ WSOP-ზე €111.111 ევროიან One Drop High Roller ივენთს გამართავდა. ამ ყველაფრისთვის კი 50 დეპოზიტორი იყო საჭირო, რომლებიც დეპოზიტის სახით მთლიანი ბაი-ინის ნაწილს - €11.000 ევროს გადაიხდიდნენ. 

"ტურნირის დაწყებამდე ჯერ კიდევ 6 თვე რჩება. მიუხედავად ამისა, მოთამაშეების ასეთი აქტიურობა და დაინტერესება ტურნირის წარმატებაზე აშკარად მეტყველებს, - ამბობს King's Casino-ს მფლობელი ლეონ ცუკერნიკი, - ივენთზე 111 მოთამაშე იქნება წარმოდგენილი. ჩვენ კი მთლიანი ფილდის თითქმის ნახევარი უკვე შეგროვებული გვყავს."

WSOP-ის ერთ-ერთი მთავარი საქველმოქმედო პარტნიორი სწორედ One Drop-ია, რომელიც 2017 წლის ნოემბერში გაიმართება. WSOP Europe-ის ფარგლებში დაგეგმილ €111.111 ევროიან ივენთს €10.000.000 ევროიანი გარანტირებული საპრიზო ფონდი აქვს, რომელიც მსოფლიო პოკერის ელიტებსა და ჰაიროლერებს ევროპისკენ ააღებინებს გეზს. ჯერჯერობით იმ მოთამაშეთა სია, რომლებიც ევროპული One Drop-ის თამაშს გეგმავენ, ასე გამოიყურება: ტონი ჯი, ანტონიო ესფანდიარი, ფილ ჰელმუტი, ფედორ ჰოლცი, პოლ ნიუი, პატრიკ ანტონიუსი, ბეტრან Elky გროსპელიე, დენიელ ქეითსი, ფილ აივი, პიერ ნუვილი, რაინერ კემპე, სერჰიო აიდო, ნიკ პეტრანგელო, თალალ შაკერჩი, ბორის ბეკერი, ჩარლი კარელი, ადრიან მატეოსი, მარტინ კაბრელი და თავად King's Casino-ს მფლობელი, ლეონ ცუკერნიკი

One Drop ლეგენდარული ფილანტროპის, გი ლალიბერტეს მიერ დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც იმ ქვეყნებსა და ოჯახებს ამარაგებს სასმელი წყლით, რომლებსაც სუფთა წყალზე ხელი არ მიუწვდებათ. 2012 წლის შემდეგ, One Drop-ის მიერ $18.500.000 დოლარი შეგროვდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ინდოეთის, დასავლეთ აფრიკისა და ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყნის 200.000-ზე მეტი მცხოვრების სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად. მათ სიცოცხლეს, პირველ რიგში, საფრთხეს სწორედ სასმელი წყლის არარსებობა ქმნიდა. 

რუმები

ქართული უცხოური