რინკემას პოდკასტში დენ კოლმანმა წარსულის შეცდომებზე ისაუბრა

რამდენიმე დღის წინ PokerNews-ის ჟურნალისტის, რემკო რინკემას პოდკასტში 2014 წლის Big One for One Drop-ის გამარჯვებულმა, ტურნირების ერთ-ერთმა საუკეთესო სპეციალისტმა, დენ კოლმანმა მიიღო მონაწილეობა. ტრადიციულად, კოლმანი საკმაოდ შორს იჭერს თავს პუბლიკისგან, ჟურნალისტებისგან და პოკერის გულშემატკივრების ყურადღებისგან, რაც პოდკასტში მის გამოჩენას კიდევ უფრო საინტერესო ელფერს აძლევდა. 

კოლმანმა 2014 წლის გამარჯვება შეაფასა, როდესაც Big One for One Drop-ის პირველი ადგილისთვის $15.000.000 დოლარი მიიღო. მისი განმარტებით, ტურნირის მოგების შემდეგ მედიასთან ურთიერთობაზე უარის თქმა გამოუცდელობის ბრალი იყო. "მე საკმაოდ რადიკალური დამოკიდებულება მქონდა მედიასთან. ვფიქრობდი, რომ სპორტული ღონისძიებებისა და პოკერის ტურნირების ნაცვლად, ტელევიზებს დრო რეალურად საინტერესო ამბებისთვის და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისთვის უნდა დაეთმოთ. მე ყველასგან დამოუკიდებლად, ჩემთვის, მშვიდად მინდოდა პოკერი მეთამაშა - ეს იყო და ეს. ახლა კი ვხვდები, რომ შეცდომას ვუშვებდი. ახლა ზუსტად ვიაზრებ მედიის როლს პოკერის პოპულარიზაციაში. ვხვდები, რამხელა მნიშვნელობა აქვს დიდი ტურნირების გამარჯვებულების დამოკიდებულებას თამაშის მიმართ და რამხელა მოტივატორად შეიძლება იქცეს მსგავსი გამარჯვება დამწყები მოთამაშისთვის."

კოლმანმა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც ილაპარაკა, რომლის მიხედვითაც მას პოკერის თამაში მობეზრდა. როგორც ის ყვება, პოკერის მიმართ დამოკიდებულება მუდამ იცვლება და ასეთი ცვლილება ნებისმიერ მოთამაშეს შეიძლება შეეხოს, - "იყო პერიოდები, როდესაც საერთოდ ვკარგავდი კავშირს თამაშთან. მაშინ ის პერიოდი დგებოდა, როცა ფულს ჰაერში ვყრიდი. შემდეგ მივხვდი, რომ ასეთ დროს სჯობს საერთოდ არ ითამაშო. როცა კვლავ დაგიბრუნდება ინტერესი, თავდაჯერებულობა და თამაშის სურვილი, კვლავ მობრუნდები სათამაშო მაგიდისკენ. პოკერი იმ თამაშის კატეგორიას არ მიეკუთვნება, სანახევროდ რომ დაუთმობ დროს. ან მთლიანად მასში უნდა იყო ჩართული, ან უნდა დაისვენო მისგან."

 

რუმები

ქართული უცხოური