რაინ რაისმა WPT Seminole Hard Rock-ის მეინ ივენთი მოიგო

ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა, რაიან რაისმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და $10.000 დოლარიანი WPT Seminole Hard Rock Poker Finale მოიგო, $716.088 დოლარით პირველი ადგილისთვის. 2013 წელს WSOP-ის მეინ ივენთზე გამარჯვების შემდეგ, რაისის სატურნირო კარიერას ხმაური აღარ გამოუწვევია. ყველამ იფიქრა, რომ $8.3 მილიონი დოლარის მოგების შემდეგ, მისი ინტერესები პოკერის მიმართ განელდა. როგორც ჩანს, დასკვნები ნაადრევი იყო. მეინ ივენთიდან 4 წლის შემდეგ რაისმა ისეთ ფინალურ მაგიდაზე მიაღწია გამარჯვებას, როგორზეც ჯეისონ კუნი, კლიფ ჯოზეფი და ალან შტერნბერგი ისხდნენ. 

ფინალური მაგიდა რაისმა, ჩიპების რაოდენობის თვალსაზრისით, მეორე პოზიციიდან დაიწყო. ჩიპლიდერი ალან შტერნბერგი იყო - ერთადერთი მოთამაშე მაგიდასთან, ვისაც WPT-ის ჩემპიონობისთვის გემო უკვე გაესინჯა. გადამწყვეტ ჰედს-აპზეც სწორედ შტერნბერგი და რაისი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. საბოლოო ხელი ტიპიური კოინფლიპი აღმოჩნდა: შტერნბერგის ოლინს ჯიბის 77-ით, რაისმა AK-ით უპასუხა და ბორდზე ფულ ჰაუსის დასრულება მოახერხა. 

"წარმოუდგენელი შეგრძნებაა. უკანასკნელი გამარჯვების შემდეგ ტურნირებს ოთხ წელზე მეტია ვთამაშობ და ფინალურ მაგიდაზე გასვლა პირველად მოვახერხე, - ამბობს რაიან რაისი, - პირველი ფინალური მაგიდა და პირველი გამარჯვება ამდენი ხნის მანძილზე განსაკუთრებით კარგი კომბინაციაა."

 

რუმები

ქართული უცხოური