PokerStars Championship Macau-ს გამარჯვებული ეილიოტ სმიტი გახდა

მაკაუში გამართული PokerStars Championship-ის მეინ ივენთის გამარჯვებული კანადელი ელიოტ სმიტი გახდა, რომელმაც ჩინელ ტიანიუან ტანგთან პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სატურნირო ჰედს-აპი ითამაშა. სმიტმა, მაკაუში ჩატარებული 'პოკერსტარსის' პირველი ტურნირის მოგებისთვის, HK$2.877.500, ანუ დაახლოებით $370.379 აშშ დოლარი მიიღო. 

"საშინლად დამღლელი და დაძაბული ორთაბრძოლა იყო, - თქვა ტურნირის დასრულების შემდეგ გამარჯვებულმა, - ჩვენ წინ და უკან ვმოძრაობდით. ჩიპლიდერი გამუდმებით იცვლებოდა. ჩემი მოწინააღმდეგის წინაშე ქედს ვიხრი, მან არაჩვეულებრივი შეხვედრა ჩაატარა."

ტურნირის სათამაშოდ ბევრი ცნობილი მოთამაშე იყო ჩამოსული, მათ შორის: კრის მანიმეიკერი, ბერტრან Elky გროსპელიე, რენდი nanonoko ლიუ და სელინა ლი, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ფულში შესვლა ვერ მოახერხა.

6 მოთამაშიან ფინალურ მაგიდას დასაცარიელებლად სულ რაღაც 2 საათი დასჭირდა. პირველი ტაივანელი იენ ჩენი იყო, რომელმაც გვიანი პოზიციიდან TT-ით გაკეთებული ოლინი სწორედ ტიანიუან ტანგთან წააგო, რომელსაც დომინანტი JJ ეჭირა. შემდეგი მოთამაშე სმიტმა მიიღო: ბრიტანელი აიმონ ჰატას QJ-ს მომავალმა ჩემპიონმა KK დაუპირისპირა და საკუთარ სტეკს მოწინააღმდეგის ჩიპები დაუმატა. ჯერი კანადელ ავრაჰამ ოზილსა და ავსტრალიელ დენიელ ლედლოუზე მიდგა, რომლებმაც ტანგთან და სმიტთან საკმაოდ მძიმე ბედბითების გამო დაასრულეს პირველი ადგილისთვის ბრძოლა. 

ფინალური ჰედს-აპის დაწყებამდე მოთამაშეებმა მოლაპარაკება გამართეს, რომლის მიხედვითაც საპრიზო ფონდში დარჩენილი თანხა წინასწარ გაინაწილეს, ხოლო სათამაშოდ HK$300.000 და ტურნირის გამარჯვებულის ტიტული დატოვეს. ჰედს-აპი გარდამავალი უპირატესობით, 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დარიგებების უმეტესობა პრეფლოპზე ლიმპ-ჩექ ხაზით მიმდინარეობდა. 11 საათიანი თამაშის შემდეგ, ჩინელმა მოთამაშემ ჯიბის 66-ით სტეკი მაგიდის ცენტრში შეაცურა, რაზეც კანადელმა AK-ით უპასუხა. მართალია ტანგმა ექვსიანების სეტი მიიღო, მაგრამ ბექდორ ფლეშით სმიტმა საბოლოო გამარჯვება და ისტორიული ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

რუმები

ქართული უცხოური