კარნეგი მელონის ბოტი პოკერის მოთამაშეებს ამარცხებს

კარნეგი მელონის უახლესი ქმნილება Lengpudashi 4 ჩინელ საუკეთესო პროფესიონალ მოთამაშეს ამარცხებს. 36.000 დარიგების მანძილზე, ბოტმა $793.327 ვირტუალური ჩიპის მოგება მოახერხა. პროგრამა Librtarus-ის ბაზაზეა შექმნილი. Libtratus-მა იანვარში დაწყებული 20 დღიან სესიაზე, 120.000 დარიგებაში ისევ 4 პროფესიონალი მოთამაშე დაამარცხა. Librtarus-ის წინაპარი Claudico კი დაგ პოლკის გუნდის მსხვერპლი გახდა.

დაზუსტებით რთულია იმის თქმა, ისტორიული დაპირისპირებისთვის შერჩეული მოთამაშეები აღმოჩდნენ სუსტები, თუ ხელოვნურმა ინტელექტმა მიაღწია ახალ სიმაღლეებს. სავარაუდოდ, მეორე პასუხი გაცილებით ახლოსაა რეალობასთან. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკანასკნელი გამარჯვება გაცილებით შთამბეჭდავი იყო, ვიდრე წინა: Libratus-ის 147 მილი-ბიგ-ბლაინდი/ერთ თამაშში Lengpudashi-მ 220 მილი-ბიგ-ბლაინდი/ერთ თამაშში მაჩვენებლამდე გააუმჯობესა. შესაბამისად, მარათონული სესიისთვის დაწესებული $290.000 დოლარიანი საპრიზოც კარნეგი მელონის უნივერსიტეტის მეცნიერებს დარჩათ, რომლებმაც ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკულად დაუმარცხებელი გახადეს. 

წარსულში კომპიუტერულმა პროგრამებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს ისეთ თამაშებში, როგორებიც პრეფერანსი და გოა. ჭადრაკი კი პრაქტიკულად ამოწურეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურ მოთამაშეს ჭადრაკში არანაირი შანსი არ აქვს. პოკერი კი თამაშის ისეთი სახეობაა, სადაც ინფორმაცია არასრულადაა ცნობილი. ამასთანავე აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფსიქოლოგია, ნერვული სისტემა და ა.შ. რასთანაც კომპიუტერული პროგრამები რთულად ახდენენ ადაპტირებას. მეცნიერების მთავარი მიღწევად სწორედ მსგავს ასპექტებთან გამკლავება შეიძლება ჩაითვალოს. კარნეგი მელონის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ბოტები იმ მანქანების წარმოებას შეუწყობენ ხელს, რომლებსაც მეცნიერები მედიცინაში, ბიზნეს მოლაპარაკებებსა და სტრატეგიულ გეგმარებაში გამოიყენებენ. 

რუმები

ქართული უცხოური