PokerStars-მა ფეხბურთელები დაითხოვა

PokerStars-ის ნაბიჯმა სათამაშო ინდუსტრიაში უამრავი ადამიანის გაკვირვება გამოიწვია - მსოფლიოს უდიდეს პოკერ-რუმს ფართომასშტაბიანი აუდიტორიის წინაშე ფეხბურთის ვარსკვლავები აღარ წარადგენენ. წლების განმავლობაში კი 'სტარსი' აქტიურად თანამშრომლობა მსოფლიო სპორტის უდიდეს სახელებთან, რომელთა შორის, ფეხბურთელების გარდა, ვეტერანი ჩოგბურთელი - რაფაელ ნადალი და კორტების გერმანელი ლეგენდა - ბორის ბეკერიც შედიოდნენ. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, კრიშტიანო რონალდოსთან, ნეიმართან და რონალდო ლუი ნაზარიოსთან გაფორმებული კონტრაქტი PokerStars-მა ოფიციალურად გააუქმა. 

PokerStars-ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც კრიშტიანო რონალდოსა და ნეიმარის ნახვა 'სტარსის' პროფესიონალთა გუნდში იყო შესაძლებელი, მათი სახელები ამოშლილია. პოკერ-რუმის განცხადებაში, რომელიც მან მიმდინარე წლის 31 მარტს გაავრცელა, ნათქვამია, რომ 2017 წლის 1 აპრილიდან PokerStars-ის გუნდის მთავარ მიზანს ახალი მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა წარმოადგენს, რისთვისაც კომპანიას გადაწყვეტილი აქვს ახალწვეულებს განსაკუთრებული აქციები შესთავაზოს. ნეიმარისა და კრიშტიანო რონალდოს სახელობის წამახალისებელი აქციები კი 31 მარტიდან გაუქმებული იქნება. 

PokerStars-მა კრიშტიანო რონალდოსა და ნეიმართან კონტრაქტი დაახლოებით 2 წლის წინ გააფორმა. ზუსტი თანხა უცნობია, მაგრამ კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენები წელიწადში €4 მილიონ ევროს ღებულობდნენ. თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, პოკერ-რუმმა საკმაო თანხა უნდა დაზოგოს, მაგრამ 'სტარსზე' მიმდინარე უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, რთული სათქმელია კომპანია დანაზოგს მომხმარებლების სასიკეთოდ გამოიყენებს და რეიქბექს ძველ მაჩვენებელს დაუბრუნებს, თუ ყველაფერს უცვლელად დატოვებს. სპორტის ერთადერთი ვარსკვლავი, რომელიც PokerStars-ის გუნდში კვლავაც ირიცხება, ჰოლანდიელი ჰოკეისტი, ფატიმა მორეირა დე მელოა.

რუმები

ქართული უცხოური