ადრიან მატეოსის კიდევ ერთი გაბრწყინება - ესპანელი €908.000 ევროს იგებს

მონტე კარლოში მიმდინარე PokerStars-ის ფესტივალის ფარგლებში ერთდღიანი ჰაი როლერი ჩატარდა, რომლის ბაი-ინი €50.000 ევროს შეადგენდა. ტურნირზე 52 მოთამაშე დარეგისტრირდა, ხოლო 12 მათგანმა რე-ბაი გამოიყენა. საერთო ჯამში ტურნირის საპრიზო ფონდმა €3.104.000 ევრო შეადგინა, საიდანაც €908.000 ევრო გამარჯვებულს ელოდა. 14 საათიანი თამაშის შემდეგ ესპანელი მოთამაშე, რომელსაც პოკერის ვუნდერკინდსაც კი ეძახიან, ზუსტად €908.000 ევროს მფლობელი გახდა, რადგანაც ფინალურ ჰედს-აპში მისი უპირატესობა იმდენად აშკარა იყო, რომ მოლაპარაკებასა და საპრიზო თანხის გაყოფაზე საუბარიც კი არავის მოსვლია აზრად. 

ტურნირის ლაინაფი იმდენად იყო დატვირთული ცნობილი სახელებით, რომ პოკერის ნებისმიერი გულშემატკივრისთვის, არათუ ტურნირში მონაწილეობის მიღება,  მხოლოდ კაზინოში მოხვედრაც კი დიდი მოვლენა იქნებოდა. ღონისძიების პირველი მსხვერპლი ნიკ პეტრანგელო გახდა, რომელმაც მაშინვე გამოიყენა რე-ბაის უფლება. მსგავსად მოიქცა დენიელ დვორესი, რომელმაც მოგვიანებით მეორე ადგილზე გასვლა მოახერხა. იმ მოთამაშეებიდან, რომლებმაც ტურნირი ხელცარიელებმა დატოვეს, აღსანიშნავია დენიელ ნეგრანუ, ჯონ ჯუანდა, აიზიკ ჰექსტონი და ჩარლი კარელი. 

მიუხედავად იმისა, რომ ვერც დევიდ პიტერსმა შეძლო ტურნირზე ფულში შესვლა, მან საოცარი თამაში აჩვენა და ფედორ ჰოლცის წინააღმდეგ არნახულად რთული ქოლი, დარიგების სამივე რაუნდზე, თანაც უპოზიციოდ, მხოლოდ მაღალი A-ით გააკეთა. ტურნირის 'ბაბლ ბოი' იტალიელი მუსტაფა კანიტი გახდა, რომელმაც თამაში მე-10 პოზიციაზე დაასრულა. 

ფინალური მაგიდის დაწყებიდან მალევე, სტეკების სიმცირის გამო, სერჰიო აიდომ, მაიკ ვოტსონმა და რამინ ჰაჯიევმა თამაში დატოვეს. ადრიან მატეოსის გამარჯვებას განსაკუთრებულ ელფერს ფინალური მაგიდის სირთულეც აძლევს. აიდოსა და ვოტსონის გარდა, მის წინააღმდეგ ისეთი გიგანტები თამაშობდნენ, როგორებიც ერიკ საიდელი, ნიკ პეტრანგელო, სტივ ო'დუაიერი და ფედორ ჰოლცი არიან. ფინალური ჰედს-აპი ესპანელმა სტეკების 5:1 შეფარდებით დაიწყო, რაც მის უპირატესობას აშკარას ხდიდა. დუელი მალევე დასრულდა, რამაც ადრიან მატეოსის კარიერაში რიგით მე-3 ყველაზე მასშტაბური ანაზღაურება მოიტანა. პირველ ორ ადგილს, ამ შემთხვევაში, 2015 წელს PokerStars-ის ჩემპიონატის მეინ ივენთზე მიღებული €1.082.000 ევრო და 2013 წელს WSOPE-ზე მოგებული €1.000.000 ევრო იკავებენ. 

ტურნირის ფინალური მაგიდა ასე გამოიყურება:

პოზიციამოთამაშექვეყანაანაზღაურება
1ადრიან მატეოსიესპანეთი€908.000
2დენიელ დვორესიკანადა€652.000
3ერიკ საიდელიაშშ€423.800
4ფედორ ჰოლციგერმანია€319.800
5ნიკ პეტრანგელოაშშ€248.400
6სტივ ო'დუაიერიირლანდია€192.400
7რამინ ჰაჯიევიაზერბაიჯანი€152.140
8მაიკ ვოტსონიკანადა€118.000
9სერჰიო აიდოესპანეთი€90.200

 

რუმები

ქართული უცხოური