ტურნირზე შემთხვევით დარეგისტრირებულმა ჩარლი კარელმა $67.000 მოიგო

23 წლის ბრიტანელ მოთამაშეს არაჩვეულებრივი წელი აქვს: ჩარლი კარელმა, ჯერ კიდევ იანვარში, PokerStars Bahamas ფარგლებში გამართული $100.000 დოლარიანი ჰაი როლერის მეორე ადგილისთვის $1.191.900 დოლარი მოიგო, შემდეგი პერიოდის განმავლობაში კი, მისი ლაივ ტურნირების შემოსავალს, დაახლოებით $500.000 დოლარი დაემატა. 

რაც შეეხება მის ონლაინ თამაშებს - ორშაბათს მან PokerStars Sunday Grand-ზე დარეგისტრირებულ 270 მოთამაშეს აჯობა და $51.489 დოლარი გამოიმუშავა; ოთხი დღის შემდეგ კი SCOOP-ის მე-16 ივენთზე შემთხვევით დარეგისტრირდა და $67.410 დოლარი მოიგო. კარელის ძირითადი თამაში ულიმიტო ჰოლდემია. მართალია, პოტ ლიმიტ ომაჰაში კარელი დამწყებ მოთამაშედ ვერ ჩაითვლება, მაგრამ PLO რომ მისი საუკეთესო თამაში არაა, ამას თავადაც აღიარებს. განსაკუთრებით ომაჰას Hi/Low ფორმატი. მაგრამ როგორც ჩანს, 320 მოთამაშეს შორის, რომლებიც SCOOP-ის $1.000 დოლარიან ივენთზე იყვნენ დარეგისტრირებულები, იღბალი კარელის მხარეს გადაიხარა. 

ჩარლი კარელმა რამდენიმე წლის წინ PokerStars-ზე $15 დოლარიანი დეპოზიტი გააკეთა და მისი პირველი Sit'n'Go ტურნირი მოიგო. "მე რომ ჩემი დეპოზიტით ფული არ მომეგო, მეორედ ონლაინ პოკერ-რუმის ექაუნთზე თანხის შეტანას ნამდვილად აღარ ვცდიდი" - თქვა კარელმა PokerListing-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ფაქტია, რომ მას შემდეგ მოთამაშის სატურნირო მოგება $5.5 მილიონ დოლარს გადაცდა. 

რუმები

ქართული უცხოური