ცვლილებები WSOP-ზე - 'ნოემბრის ცხრიანი' აღარ გაიმართება

PokerNews-ის ცნობით, World Series Of Poker-ის ტრანსლირების უფლება Poker Central-მა მოიპოვა, რომელიც WSOP-ის ფესტივალზე მიმდინარე მოვლენებს, ESPN-თან ერთად, მთელი წლის განმავლობაში გააშუქებს. "ESPN 2002 წლიდან თანამშრომლობს ჩვენთან - ამბობს WSOP-ის აღმასრულებელი დირექტორი, თაი სტუარტი, - როგორც ჩანს, მათთან ურთიერთობა შემდეგ ათწლეულშიც გაგრძელდება, რაც ჩვენთვის დიდი პატივია."

ახალმა კონტრაქტებმა და ახალმა პატრნიორებმა, WSOP-ის დღის წესრიგში, გარკვეული ცვლილებები გამოიწვიეს. პირველ რიგში, რაც ყველაზე თვალშისაცემია, ცვლილებები ფინალურ მაგიდას - ე.წ. 'ნოემბრის ცხრიანს' შეეხო. 2008 წლიდან მოყოლებული, ESPN-ისა და WSOP-ის გადაწყვეტილებით, WSOP-ის მეინ ივენთის ფინალური მაგიდა ნოემბერში იმართებოდა, რაც ტურნირს დამატებით დაძაბულ ელფერსა და ხიბლს აძლევდა. 

როგორც მსოფლიოს უდიდესი პოკერის ფესტივალის კულუარებიდან ხდება ცნობილი, მსგავსი ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი თავად WSOP-ის ტურნირების მენეჯერი, ჯეფრი პოლაკი იყო. 2017 წლიდან, WSOP-ის მეინ ივენთი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. ღონისძიება ყოველგვარი შესვენების გარეშე გაიმართება, ხოლო ფინალური მაგიდის დაწყებამდე მოთამაშეებს 2 დღიანი ტაიმაუტი ექნებათ, რაც თამაშის სტრატეგიის გადაწყობაში, დარჩენილი მოთამაშეების სტილის გაანალიზებაში, ტრენერებთან საუბარში და მცირეხნიან დასვენებაში დაეხმარებათ. რაც შეეხება ფინალურ მაგიდას, რომელსაც აქამდე 'ნოემბრის ცხრიანად' მოიხსენიებდნენ - WSOP-ის მეინ ივენთის ფინალური მაგიდა 18 და 19 ივლისის დასვენების დღეების შემდეგ გაიმართება და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

რუმები

ქართული უცხოური