ტიმოფეი Trueteller კუზნეცოვის 2017 წლის მოგებამ $1.000.000-ს გადააჭარბა
სულ რაღაც ერთი თვის წინ, რუსი პროფესიონალი მოთამაშის, იგორ კუზნეცოვის დაუნსვინგმა ნახევარი მილიონი დოლარი შეადგინა. 2017 წლის მარტის ბოლო კვირას, Trueteller-მა $650.000 დოლარი, ხოლო აპრილის დასაწყისში $150.000 დოლარი მოიგო. ამის შემდეგ კი ნახევარმილიონიანი ვარდნა დაიწყო. კუზნეცოვმა ერთთვიანი შესვენება აიღო და ვირტუალურ მაგიდას განახლებული ძალებით მიუჯდა. მიმდინარე კვირის სამშაბათს მოგებული $150.000 დოლარით კი, კუზნეცოვი პირველი მოთამაშე გახდა, რომლის მოგებამაც 2017 წელს მილიონდოლარიან ზღვარს გადააბიჯა.
რუსი მოთამაშის ყველაზე წარუმატებელი სესია ჰოლანდიელ Ravenswood13-თან შედგა, რომელთანაც კუზნეცოვმა $383.000 დოლარი წააგო. სწორედ Ravenswood13 გახდა Trueteller-ის მთავარი მოგების მომტანი: ჰოლანდიურ-რუსული დაპირისპირება პოტ-ლიმიტ ომაჰას $100/$200 მაგიდებზე შედგა. წყვილმა 2 საათის განმავლობაში 2 მაგიდაზე ითამაშა. სესიის პირველი ნახევარი Ravenswood13-ის უპირატესობით მიმდინარეობდა, რა დროშის ჰოლანდიელმა $40.000 დოლარის მოგება მოასწრო. ყველაფერი ერთი თვის წინ განვითარებულ მოვლენებს ემსგავსებოდა, როცა Ravenswood13 ყოველი მნიშვნელოვანი ბანკის მოგებას ახერხებდა. მაგრამ სესიის მეორე ნახევარში რუსმა მოთამაშემ სიტუაციის გამოსწორება და თამაშის დალაგება შეძლო, რასაც იღბალმაც შეუწყო ხელი. საბოლოოდ Trueteller-მა $170.000 დოლარი მოგება მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკანასკნელ კვირაში კუზნეცოვმა ჰოლანდიელისგან $200.000 დოლარი მიიღო.
კვირის უდიდესი დარიგებაც სწორედ ამ სესიაზე შედგა: კუზნეცოვმა ფლოპზე 2 წყვილი მიიღო, ხოლო ჰოლანდიელმა გაუმჯობესება ვერ შეძლო. საბოლოოდ, ფლოპზე გაკეთებული ოლინის შემდეგ, $58.319 დოლარიანი ბანკი რუსი მოთამაშის საკუეთრება გახდა. PokerStars-ის 2017 წლის ყველაზე მომგებიან მოთამაშეთა შორის, კუზნეცოვი მყარად დგას პირველ ადგილზე. მეორე პოზიციას BERRI SWEET ინარჩუნებს, რომლის წლევანდელი მოგებაც $540.000 დოლარს შეადგენს. უნდა ითქვას, რომ მიმდინარე კვირის მომგებიან მოთამაშეთა შორის, $24.502 დოლარიანი მოგებით, მე-4 ადგილზე დენიელ ქეითსი დგას, რომელიც წლის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მოთამაშის სტატუსს კვლავაც ინარჩუნებს.