ჰაკერებმა პოკერის მოთამაშეების ექაუნთები გატეხეს
გუშინ ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ჰაი სტეიკს რეგულარის ექაუნთი, რომლებიც აზარტულ ინდუსტრიაში საკმაო პოპულარობით სარგებლობენ, ჰაკერები დაესხნენ თავს. ვანესა სელბსტი, ვანესა რუსო და დენ სმიტი ღიად აფიქსირებენ, რომ ისინი ჰაკერების შემოტევის მსხვერპლები გახდნენ, მაგრამ არიან სხვა ცნობილი მოთამაშეები, რომლებმაც, პირადი მოსაზრების გამო, სიჩუმე არჩიეს.
როგორც საკუთარ ვიდეო ბლოგში დაგ პოლკი ხსნის, მოთამაშეების ექაუნთების გატეხვა მათი მობილური ტელეფონების საშუალებით მოხდა: თაღლითი, რომელმაც წინასწარ იცის მოთამაშის ტელეფონის ნომერი, რეკავს პროვაიდერთან. ოპერატორთან საუბრისას ის თავს ტელეფონის ნომრის მფლობელად წარადგენს, რომელმაც ტელეფონი, ან სიმ ბარათი დაკარგა, ახლა კი მას იგივე ნომრის გამოყენება ახალ აპარატში სურს. თაღლითი ოპერატორს სპეციალური პინკოდის შეხსენებას სთხოვს, რომლის შესახებაც ინფორმაციას ოპერატორი უპრობლემოდ გასცემს. სავარაუდოდ, პინკოდის მსგავსი მეთოდით მიღება იმ მიზეზითაა გამარტივებული, რომ მობილურ პროვაიდერებს უამრავი ზარი შესდით მსგავსი მოთხოვნით. პინკოდის მიღების შემდეგ კი, თაღლითს მოთამაშის ტელეფონზე წვდომის საშუალება ეძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მის ელექტრონულ ფოსტას აკონტროლებს.
ვანესა რუსოს შემთხვევაში, მისი 'ტვიტერის' ექაუნთზე შეტყობინება გაჩნდა, რომლის მიხედვითაც ის პოლიციის დროულ დახმარებას ითხოვდა. შემდგომში გაირკვა, რომ მსგავსი პოსტი არა ვანესა რუსოს, არამედ ჰაკერს ეკუთვნოდა. "მე ვიცი რამდენიმე ცნობილი ჰაი სტეიკს რეგულარის შესახებ, რომლებსაც ასევე გაუტეხეს ექაუნთები, მაგრამ სახალხოდ ამ ამბის გახმაურებას ერიდებიან" - ამბობს ვიდეო ბლოგში დაგ პოლკი.
ჯერჯერობით უცნობია დაკარგეს თუ არა მოთამაშეებმა თანხები, ან რა მოცულობის ზარალზეა საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ დარტყმის ქვეშ ის მოთამაშეები აღმოჩდნენ, რომელთა პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა ინტერნეტის საშუალებით ადვილია.