High Stakes Poker სატელევიზიო ეთერს უბრუნდება

ცნობილ ვიდეო-ბლოგერს, ჯო ინგრამს საკმაოდ დატვირთული კვირა ჰქონდა: მან პოდკასტები ჩაწერა ისეთ მოთამაშეებთან, როგორებიც ფილ ჰელმუტი, ჯეისონ კუნი და მაიკ მაკდონალდი არიან. მაგრამ რაც ყველაზე საყურადღებო და პოკერის გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია, ჯო ინგრამის გადაცემას მორი ესკანდანი სტუმრობდა. შეიძლება ეს სახელი არაფერს გეუბნებოდეთ, რადგან, როგორც წესი, პროდიუსერები პუბლიკის ტაშს კულისებიდან ისმენენ: მორი ესკანდანი პოკერის ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუების - High Stakes Poker-ისა და Poker After Dark-ის პროდიუსერია. 

High Stakes Poker, რომელსაც წლების განმავლობაში გეიბ კაპლანი და ეიჯეი ბენზა უძღვებოდნენ, პოკერს უამრავი გულშემატკივარი შესძინა. სატელევიზიო შოუს პროცესში გათამაშებული დარიგებები დღესაც აქტიური განხილვის საგანს წარმოადგენს. გადაცემამ პოკერის გულშემატკივრებს ლეგენდარული მოთამაშეების წარმოუდგენლად მასშტაბური დარიგებების ნახვის საშუალება მისცა. 

ჯო ინგრამმა, მოსკანდანისთან საუბრისას, მთავარი კითხვა დასვა: როდის დაუბრუნდება სატელევიზიო ეთერს High Stakes Poker? ესკანდანიმ კითხვის პერეფრაზირება მოითხოვა და განმარტა, რომ სწორი კითხვა შემდეგნაირად ჟღერს: როდის დაბრუნდება High Stakes Poker-ის მსგავსი გადაცემა სატელევიზიო სივრცეში? რა თქმა უნდა, High Stakes Poker - როგორც გადაცემის სათაური და უკვე ბრენდი, ისტორიას ჩაბარდა. მაგრამ ესკანდანის განმარტებით, სიტუაცია, ლიმიტი, მოთამაშეები და ის განწყობა, რაც გადაცემას ახასიათებდა, ახალ შოუშიც იქნება შენარჩუნებული. 

ესკანდანიმ ასევე ისაუბრა ბილ გეითსის შესახებ, რომელიც პოკერის მოყვარული აღმოჩნდა. თუმცა, როგორც ირკვევა, გეითსი $3/$6 ლიმიტზე თამაშობს. ესკანდანის განმარტებით, როდესაც შენი ქონება $60-70 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, მნიშვნელობა აღარ ენიჭება $3/$6-ზე ითამაშებ, თუ $3.000/$6.000-ზე. ჯერჯერობით უცნობია გამოჩნდება თუ არა ახალ გადაცემაში ბილ გეითსი, მაგრამ ესკანდანი პირობას დებს, რომ პროფესიონალ მოთამაშეებთან ერთად. მდიდარი, პოკერის მოყვარული ბიზნესმენებიც იქნებიან მოწვეულები, რომლებიც ასიათასობით დოლარს ადვილად მოაქცევენ მაგიდის ცენტრში. 

რუმები

ქართული უცხოური