ტოლერენი და სონტაიმერი, ტურნირის პირველი ადგილისთვის, $1.000.000 დოლარს ღებულობენ

არიაში ჰაი როლერ ტურნირების სერია ჩატარდა, რომელთა ბაი-ინები $10.000-დან $300.000 დოლარამდე მერყეობდა. უკანასკნელი ტურნირი - $300.000 დოლარიანი სუპერ ჰაი როლერი, რომელმაც კვირას აიღო სტარტი, პირველ ივნისს დასრულდება. რაც შეეხება $100.000 დოლარიან ღონისძიებას: ტურნირზე 54 მოთამაშე დარეგისტრირდა, ხოლო საპრიზო ფონდმა $5.292.000 დოლარი შეადგინა. 

ტურნირის მეორე დღეს მხოლოდ 13 მოთამაშემ მიაღწია. ფინალურ მაგიდაზე, ერიკ საიდელთან ერთად, დენიელ ნეგრანუც მოხვდა, რაც კანადელი მოთამაშის გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ფაქტს წარმოადგენს - PokerStars-ის სახე საკმაოდ დიდი ხანია არცერთი მნიშვნელოვანი ტურნირის მოწინავე პოზიციებზე არ გვინახავს. სამწუხაროდ, ნეგრანუმ მხოლოდ მე-9 პოზიციის დაკავება შეძლო. 

პირველი ადგილის საპრიზო თანხის გაყოფა, განაწილება და სხვადასხვა სახის მოლაპარაკება თანამედროვე სატურნირო პოკერის განუყოფელი ნაწილია. ამ შემთხვევაშიც, პირველადგილოსანი არა ერთი, არამედ სამი მოთამაშე გახდა. ბენ ტოლერენმა, სტივენ სონტაიმერმა და კირსიან კრისტნერმა პირველი სამი ადგილისთვის დაწესებული საპრიზო თანხა თანაბრად გაინაწილეს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თითოეულ მათგანს $1.000.000 დოლარი შეხვდა, ტურნირის ყველაზე ანაზღაურებადი მოთამაშე გერმანელი კრისტიან კრისტნერი გახდა, რომლის ჩიპქაუნთის მიხედვით დაგროვილმა თანხამ $1.450.000 დოლარი შეადგინა. 

ფინალური მაგიდის საბოლოო შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:

ადგილიმოთამაშექვეყანაანაზღაურება
1კრისტიან კრისტნერიგერმანია$1.450.000
2სტივენ სონტაიმერიგერმანია$1.220.000
3ბენ ტოლერენიაშშ$1.020.000
4დევიდ პიტერსიაშშ$432.460
5კრისტოფ ვოგელსანგიგერმანია$370.000
6ერიკ საიდელიაშშ$317.520
7ადრიან მატეოსიესპანეთი$264.000
8დენიელ ნეგრანუკანადა (აშშ)$211.680

 

რუმები

ქართული უცხოური