$300.000 Super High Roller Bowl-ის პირველი დღე: ბაირონ კავერმანი ჩიპლიდერია
კვირას, Aria-ს მთავარ დარბაზში, პოკერის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულმა და პრესტიჟულმა ტურნირმა, $300.000 დოლარიანმა Super High Roller Bowl-მა აიღო სტარტი. პირველი დღის ბოლოს, ღონისძიების ჩიპლიდერი ბაირონ კავერმანი გახდა, რომელმაც 300.000 ჩიპიანი საწყისი სტეკი 1.247.000-მდე გაზარდა და King's Casino-ს დირექტორსა და EPT Prague-ის გამარჯვებულს, ლეონ ცუკერნიკს საკმაოდ მნიშვნელოვანი დისტანციით გაუსწრო.
ერთ-ერთი მთავარი დარიგება, რომელმაც კავერმანს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუტანა ასე განვითარდა: AA-ით შეიარაღებულმა კავერმანმა, კერი კატზის პრეფლოპ რირეიზს მხოლოდ ქოლით უპასუხა, ხოლო AKK ფლოპზე ფულ ჰაუსი მიიღო. კატზის K5-მა ფულ ჰაუსის დასრულება თერნზე მოახერხა, რამაც მისი სტეკის მნიშვნელოვანი ნაწილი უიმედო მდგომარეობაში დატოვა - კერი კატზმა ბაირონ კავერმანის ოლ ინს მომენტალურად უპასუხა და მოწინააღმდეგეს ჩიპლიდის მოპოვების საშუალება მისცა. კავერმანის კიდევ ერთი მსხვერპლი იგორ კურგანოვი გახდა, რომელმაც ორი წყვილის გადაყრაზე უარი თქვა და ჩიპები მოწინააღმდეგის ფულ ჰაუსს შესწირა.
ჯონ ჯუანდას წინააღმდეგ ფედორ ჰოლცის ლაშქრობა გერმანელის სასარგებლოდ დასრულდა. ჰოლცისგან, რომელსაც სატურნირო კარიერაში ამჟამად $22.000.000 დოლარი აქვს მოგებული, პოკერის ანალიტიკოსები დიდ წარმატებას მოელიან. ამ მომენტისთვის, გერმანელი მე-3 პოზიციას იკავებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარიგება, რომელსაც ნამდვილად შეიძლება 'ქულერი' ეწოდოს, კომედიანტ კევინ ჰარტსა და ფილ ჰელმუტს შორის მოხდა, როდესაც მსახიობს QQ-ის სეტი, ხოლო პროფესიონალ მოთამაშეს 33-ის სეტი შეხვდათ. ჰელმუტმა უკან დახევა ვეღარ შეძლო და რივერზე ერთადერთი 'აუტის' იმედად დარჩა, რომელიც, რა თქმა უნდა, აღარ დადებულა.
ამ მომენტისთვის, $300.000 Super High Roller Bowl-ის ტოპ 10 ასე გამოიყურება
პოზიცია | მოთამაშე | სტეკი |
1 | ბაირონ კავერმანი | 1.247.000 |
2 | ლეონ ცუკერნიკი | 912.000 |
3 | ფედორ ჰოლცი | 803.000 |
4 | კერი კატზი | 677.000 |
5 | ჯეიკ შინდლერი | 648.000 |
6 | ჯასტინ ბონომო | 620.500 |
7 | ჯეისონ მერსიერი | 605.000 |
8 | ნიკ პეტრანგელო | 592.500 |
9 | ენდრიუ ლიჰტენბერგერი | 585.000 |
10 | რაინერ კემპე | 517.000 |