ვინ უნდა მოხვდეს 2017 წლის Poker Hall Of Fame-ში?

შარშანდელი დაძაბული დებატების შემდეგ, წლევანდელი დისკუსიის დროც მოვიდა: ვინ უნდა გახდეს 2017 წლის Poker Hall Of Fame-ის წევრი? PokerNews-ის ჟურნალისტმა, სარა ჰერინგმა სწორედ ამ კითხვით მიმართა WSOP-ის ფესტივალის მონაწილე ცნობილ მოთამაშეებს.

დევიდ უილიამსი, კრის დემაკი და უამრავი ცნობილი მოთამაშე, რა თქმა უნდა, ლეგენდარულ ბრიტანელ გემბლერს, დეივ Devilfish ულიოტს ასახელებს. ბრუნო ფიტუსის აზრით, Poker Hall Of Fame-ში ევროპელი მოთამაშეების შესამჩნევი ნაკლებობაა. დეივ ულიოტის დიდების დარბაზში შეყვანა კი ასეთი დანაკლისის აღმოფხვრისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. "ის უბრალოდ მოთამაშე არ იყო, - ამბობს ფიტუსი, - ის თავისებური ადამიანი იყო, რომელიც პოკერის სამყაროსთვის ერთ-ერთ მრავალფეროვან და საინტერესო პერსონაჟს წარმოადგენდა."

WSOP-ის ოთხი სამაჯურის მფლობელის, მაქს პესკატორის აზრით, პოკერის დიდების დარბაზში მოხვედრას ტედ ფორესტი იმსახურებს. ფორესტის კარიერას, გარდა მისი 6 ოქროს სამაჯურისა, ის ფაქტიც ამშვენებს, რომ ის ერთ-ერთი იყო იმ მოთამაშეთა გაერთიანებიდან, რომლებმაც პოკერის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ქეშ-გეიმი ითამაშეს მილიარდერ ენდი ბილის წინააღმდეგ, 2000-იანი წლების დასაწყისში.

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პოპულარული კანდიდატურა ფილ აივი იყო, რომელსაც უკვე 40 წელი შეუსრულდა. WSOP-ის 10 სამაჯურის მფლობელის გამოჩენას მიმდინარე პოკერის მსოფლიო სერიებზე უამრავი გულშემატკივარი ელოდებოდა, თუმცა, აივი პრივატულ ქეშ-გეიმებში ღებულობს მონაწილეობას და ტურნირებზე დასწრებას, აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, არ აპირებს. 

კიდევ ერთი ხშირად დასახელებული მოთამაშე 1996 წლის მეინ ივენთის გამარჯვებული, ჰაკ სიდი იყო. ჰაკ სიდმა, კარიერის მთავარი ტურნირის მოგების შემდეგ, WSOP-ის მეინ ივენთის ფინალურ მაგიდაზე თამაში კიდევ ერთხელ, 1999 წელს მოახერხა, მაგრამ მე-6 პოზიციიდან გამოვარდა. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე WSOP-ის 4 ოქროს სამაჯური და 2009 წლის NBC Heads-up Poker Championship-ის ტიტულია. ჯერ კიდევ 2011 წლისთვის, მისი სატურნირო შემოსავალი $6 მილიონ დოლარს აჭარბებდა. 

რუმები

ქართული უცხოური