ესპანური, ფრანგული, პორტუგალიური და იტალიური ონლაინ პოკერის ბაზარი ერთიანდება

რამდენიმე ევროპული ქვეყნის კანონმდებლები, მალე, დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას გეგმავენ. მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ევროპული ონლაინ პოკერის ბაზარი გაერთიანდება. ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მხოლოდ ოთხ ქვეყანას შეეხო. მათ შორის არიან: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და პორტუგალია. 

ამ მომენტისთვის, აღნიშნული ოთხი ქვეყნის ონლაინ პოკერ-რუმების მომხმარებლებს მხოლოდ ერთმანეთთან, ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფ მოთამაშეებთან დაპირისპირება შეუძლიათ. პოკერის ბაზრების გაერთიანების შემთხვევაში კი, ოთხივე ქვეყნის პოკერ-რუმების მომხმარებლებს შეთანხმებაში შემავალი ქვეყნების მოთამაშეებთან თამაშის საშუალება მიეცემათ. 

Pokeridustrypro.com-ის ინფორმაციით, ოთხი ქვეყნის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელი 6 ივლისს მოეწერება, ხოლო თუ ყველაფერი შეფერხების გარეშე, გეგმის მიხედვით განვითარდა, ონლაინ პოკერის მოყვარულები ახალი სერვისით სარგებლობის უფლებს წლის ბოლომდე მიიღებენ. 

"ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ჩვენ ვცდილობთ ჩამოვაყალიბოთ ოთხ ხელისმომწერ სუბიექტს შორის თანამშრომლობის გეგმა. ჩვენ ვიმუშავებთ გაერთიანებულ ბაზარზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად, შემდგომი განვითარებისა და, რაც მთავარია, უსაფრთხოების საკითხებზე, რათა მომხმარებლები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები კიბერ-კრიმინალისგან" - ნათქვამია ოფიციალურ განმარტებაში. ევროპულ ბაზარზე სამი მსხვილი ოპერატორი მოქმედებს: PokerStars, Winamax და PartyPoker. 

რუმები

ქართული უცხოური